ირაკლი გოგოლაშვილმა 2003 წელს დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი ფინანსებისა და საბანკო საქმის სპეციალობით. შემდეგ მან დაიცვა მაგისტრის ხარისხი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში; გავლილი აქვს მთავარი ბუღალტრის საკვალიფიკაციო პროგრამა საქართველოს ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციაში, გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტის აუდიტორთა საბჭომ მას აუდიტორის კვალიფიკაცია მიანიჭა ზოგადი აუდიტის სფეროში.
2004 წელს ი. გოგოლაშვილმა მუშაობა დაიწყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მთავარ სპეციალისტად. 2005 წელს იგი დააწინაურეს და ამავე სამსახურის მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე დანიშნეს. 2006-2008 წლებში ეკავა ფინანსური დირექტორის თანამდებობა სამშენებლო კომპანია „ანაგში“.
2008 წლიდან ი. გოგოლიშვილი დაინიშნა „ანაგის“ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე.
იგი არის საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის (ბაფ) წევრი, საბუღალტრო და აუდიტორიულ კომპანია „სტორნოსა“ და სასწავლო ცენტრ „საფინანსო სკოლის“ დამფუძნებელი. 2016-2017 წლებში საქართველოს ნაციონალური ბიზნესრეიტინგების კავშირმა ი. გოგოლაშვილი წლის ხელმძღვანელის წოდებით დააჯილდოვა.