მიმოხილვა

თბილისის და ბათუმის ოფისები

ჩვენს შესახებ

საქართველოს უმსხვილესი სამშენებლო კომპანია „ანაგი“ 1989 წელს დაარსდა და მალევე ქვეყნის სამშენებლო სექტორის ლიდერი გახდა. მას შემდეგ იგი ღირსეულად ინარჩუნებს ამ პოზიციას და თავდაუზოგავად განაგრძობს სრულყოფილებისკენ სწრაფვას.

„ანაგის“ ძირითადი საქმიანობა სამოქალაქო-სამრეწველო მშენებლობაა. მისი საქმიანობა ამ დარგის სრულ სპექტრს მოიცავს. კომპანია მზადაა დამკვეთს შესთავაზოს მომსახურების სრული პაკეტი როგორც საპროექტო სამუშაოები, ასევე ობიექტის ექსპლუატაციაში ჩაბარება.

2011 წლიდან კომპანია ერთგულად იცავს ხარისხის მართვის სისტემის - ISO 9001-ის, პრინციპებს. 2017 წელს „ანაგმა“ წარმატებით გაიარა რესერტიფიცირება სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დადგენილი წესების მიხედვით და მოიპოვა ISO 9001:2015-ის სერტიფიკატი, ხოლო 2019 წელს კი შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მენეჯმენტის სისტემის გამართულად ფუნქციონირებისთვის  ISO 45001:2018-ის სერტიფიკატი მიიღო. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მართვის ეფექტური სისტემების დანერგვა „ანაგის“ მთავარი პრიორიტეტია, თუმცა მშენებლობა მაინც ყოველთვის პირველ ადგილზე რჩება.

კომპანია დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური საინჟინრო კადრებით, რომელთა უმეტესობას აქვს 10 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება, ხოლო მათ საქმიანობას ამყარებს მაღალი დონის პროფესიონალებისგან შემდგარი ძლიერი ადმინისტრაციული გუნდი ფინანსების, სამართლის, ტექნიკური დახმარების, პროექტის მენეჯმენტის, ხარისხის კონტროლისა თუ სხვა სფეროებიდან. დღეისათვის კომპანიაში დასაქმებულია 3 000-მდე ადამიანი.

კომპანია თავდაუზოგავად შრომობს იმისათვის, რომ დააკმაყოფილოს მაღალკონკურენტული ბაზრის მოთხოვნები და მიაწოდოს მას ექსკლუზიური მომსახურება სამშენებლო სექტორში უახლესი მიღწევებისა და სიახლეების გათვალისწინებით.

„ანაგი“ განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თითოეულ დამკვეთს და პირნათლად ასრულებს დაკისრებულ ვალდებულებებს. 


საქმიანობის ძირითადი სფერო და მიმართულებები:

თავის კლიენტებს „ანაგი“ სთავაზობს საპროექტო-სამშენებლო საქმიანობის სრულ პაკეტს ან მისი ნებისმიერი ნაწილის შესრულებას, მათ შორის:
  • სასტუმროების, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და სხვა საცხოვრებელი, საზოგადოებრივი თუ სამრეწველო დანიშნულების ობიექტების მშენებლობას;
  • საინჟინრო ქსელების გაყვანას;
  • ინტერიერის დიზაინს;
  • შიდა და გარე მოსაპირკეთებელ სამუშაოებს;
  • საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების მენეჯმენტს;
  • ავტოტრანსპორტითა და სამშენებლო მექანიზაციით მომსახურებას;
  • ორგანიზებასთან, ტექნოლოგიებთან, სამართლებრივ პროცედურებთან და დარგის სხვა მიმართულებებთან დაკავშირებულ კონსულტაციებს;
  • ლაბორატორიულ მომსახურებას საშენი მასალებისა და ნაკეთობების ხარისხთან და სათანადო სტანდარტებთან შესაბამისობის დასადგენად.

 

ხარისხზე ორიენტირებული პოლიტიკა

შპს „ანაგი“ ისწრაფვის იყოს ლიდერი კონკურენციულ ბაზარზე, სრულად დააკმაყოფილოს მომხმარებლის მოთხოვნები და ამით გაამართლოს მათი ნდობა. კომპანიის პოლიტიკა ხარისხის სფეროში მიმართულია სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების მუდმივი გაუმჯობესებისაკენ, რითაც ის ამყარებს თავის პოზიციას ბაზარზე.

ორგანიზაცია თავს ვალდებულად თვლის:

  • მიიღოს მონაწილეობა სახელმწიფო ტენდერებში;
  • შეუსაბამოს სამუშაოები მოქმედ კანონმდებლობას და საერთაშორისო სტანდარტებს;
  • მუდმივად გააუმჯობესოს ხარისხის მენეჯმენტის სისტემის შედეგიანობა;
  • პერიოდულად შეამოწმოს მიმწოდებლისა და მიწოდებული რესურსების ხარისხი;
  • ყურადღებით მოეკიდოს მომხმარებლის პრეტენზიებს და მაქსიმალურად მოკლე ვადაში გადაწყვიტოს წარმოქმნილი პრობლემა;
  • მჭიდრო ურთიერთობა იქონიოს დამკვეთებთან, რათა სათანადოდ შეისწავლოს მათი სურვილები და გაამართლოს მათი მოლოდინი;
  • პროექტის შესრულების ფარგლებში მაქსიმალური ინფორმაცია მიაწოდოს მომხმარებელს ორგანიზაციის შესაძლებლობებისა და საშუალებების შესახებ;
  • აამაღლოს სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულების ხარისხი და უზრუნველყოს მომხმარებლის საიმედოობა, კომპეტენტურობის, შედეგიანობისა და მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირების საშუალებით;
  • ხელმძღვანელობისა და რიგითი თანამშრომლებისთვის შექმნას შესაბამისი სამუშაო გარემო, იზრუნოს მათ მოტივაციაზე პროდუქტიულობის ასამაღლებლად;
  • გამოიყენოს ინოვაციური და მაღალხარისხიანი ტექნოლოგიები/რესურსები უფრო ეფექტური შედეგის მისაღებად;
  • მუდმივად ჰყავდეს კვალიფიციური პერსონალი ახალი პროექტების შესასრულებლად, იზრუნოს მათი პროფესიონალიზმისა და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებაზე, ასევე გააუმჯობესოს ინფრასტრუქტურა.


შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის პოლიტიკა

შპს „ანაგის“ ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია თანამშრომელთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა, უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა, გარემოზე ზრუნვა და ბუნებრივი რესურსების პასუხისმგებლიანი გამოყენება.

კომპანია საქმიანობას წარმართავს მდგრადი განვითარების პრინციპების, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და ISO 9001-ის, 14001-ისა და ISO 45001-ის საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად.

გარემოს დაცვისა და შრომის უსაფრთხოების სამსახური უზრუნველყოფს შესაბამისი ღონისძიებების კოორდინაციას, მონიტორინგსა და მართვის სისტემის გაუმჯობესების ხელშეწყობას.

შპს „ანაგი“ იღებს ვალდებულებას:

  • უზრუნველყოს უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო პირობები, მოახდინოს საფრთხეების იდენტიფიცირება, რისკების შეფასება და მათი პრევენცია;
  • დაიცვას გარემოს დაცვისა და შრომის უსაფრთხოების სფეროში მოქმედი კანონმდებლობა და შესაბამისი სახელშეკრულებო მოთხოვნები;
  • დანერგოს ენერგოეფექტიანი მიდგომები, სისტემატურად აკონტროლოს და შეამციროს ენერგორესურსებისა და საწვავის მოხმარება როგორც სამშენებლო ობიექტებზე, ისე საოფისე სივრცეებში;
  • უზრუნველყოს გარემოს დაბინძურების პრევენცია, ნარჩენების სათანადო მართვა, ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება და გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირება;
  • გააკონტროლოს საწვავის, ზეთებისა და ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხო გამოყენება და დროულად მოახდინოს გარემოსდაცვით ინციდენტებზე რეაგირება;
  • შესაძლებლობის ფარგლებში მართოს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული რისკები, აქტიურად შეუწყოს ხელი სათბურის აირების (CO2) გამოყოფის შემცირებასა და ბიომრავალფეროვნების დაცვის პრინციპებს;
  • უზრუნველყოს თანამშრომლებისა და მათი წარმომადგენლების უწყვეტი კონსულტაცია და ჩართულობა, იზრუნოს მათ კეთილდღეობაზე;
  • ხელი შეუწყოს თანამშრომელთა სწავლებას, ცნობიერების ამაღლებასა და შრომის უსაფრთხოების საკითხებში აქტიურ მონაწილეობას;
  • განსაზღვროს გაზომვადი მიზნები და მუდმივად გააუმჯობესოს გარემოს დაცვისა და შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემა.
პოლიტიკა ვრცელდება კომპანიის თანამშრომლებსა და მის საქმიანობაში ჩართულ ქვეკონტრაქტორებსა და მომწოდებლებზე შესაბამისი მოთხოვნების ფარგლებში.

ჩვენი მიზანია, თითოეული პროექტი განხორციელდეს უსაფრთხოდ, ხარისხიანად და გარემოზე მინიმალური უარყოფითი ზემოქმედებით.

260

დასრულებული პროექტი

3000

თანამშრომელი

3

შვილობილი კომპანია

170

სამშენებლო ტექნიკის ერთეული

მშენებლობის 30 წელი


-->