საპროექტო სამუშაოები
“ანაგი” გთავაზობთ შემდეგი ტიპის შენობა-ნაგებობების საპროექტო მომსახურებას:
• საცხოვრებელი;
• სასტუმრო;
• საზოგადოებრივი;
• სამრეწველო;
• ინდივიდუალური საცხოვრებელი.
საპროექტო სამუშაოები სრულდება ქვეყანაში მოქმედი ნორმებისა და წესების შესაბამისად და დამკვეთის სურვილის და პროექტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მოიცავს შემდეგ სამუშაოებს:
• განაშენიანების რეგულირების გეგმის აღება;
• ტერიტორიის ტოპო ანაზომი;
• საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა;
• დემონტაჟის პროექტი;
• არქიტექტურული პროექტი;
• კონსტრუქციული პროექტი;
• საინჟინრო კომუნიკაციების პროექტი;
• ინტერიერის დიზაინი;
• წინასწარი სამშენებლო ხარჯთაღრიცხვის მომზადება.
ჩვენ უზრუნველვყოფთ პროექტის შეთანხმებას და სამშენებლო ნებართვის მოპოვებას საქალაქო სამსახურებიდან.
საპროექტო სამუშაოები მოიცავს 4 ეტაპს:
I ეტაპი* – კონცეფცია (მინიმუმ ორი კონცეფცია და მათი პრეზენტაცია);
II ეტაპი – სქემატური პროექტი (სქემატური გეგმები, ფასადები, ინტერიერები, მათი კონცეფცია და პრეზენტაცია);
III ეტაპი – დიზაინის განვითარება (საპროექტო დოკუმენტაციის 80%);
IV ეტაპი – სამშენებლო დოკუმენტაციის სრული პაკეტის მომზადება და გადაცემა დამკვეთისთვის.
ასევე, დამკვეთის სურვილის შემთხვევაში, კომპანია განახორციელებს საავტორო ზედამხედველობას სამუშაოების წარმოების პროცესში.
* პირველ ეტაპზე წარდგენილი იქნება მინიმუმ ორი კონცეფცია. ესკიზის შექმნისას გათვალისწინებული იქნება დამკვეთის ყველა მოთხოვნა. ესკიზის დამტკიცების შემდეგ, მისი წარდგენა მოხდება საქალაქო სამსახურებში ნებართვების მოსაპოვებლად.