კარიერა

კარიერა

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სამშენებლო კომპანია „ანაგის“ კარიერის გვერდზე. ჩვენი კომპანია გაძლევთ შესაძლებლობას, ითანამშრომლოთ სხვადასხვა დარგის პროფესიონალებთან, ამასთან, იგი ყოველთვის დაგეხმარებათ პროფესიულ ზრდასა და კარიერულ წინსვლაში.

დოკუმენტბრუნვის სპეციალისტი


ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ვაკანსიის რაოდენობა: 1
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად


მოვალეობები:
** დოკუმენტების დადგენილ ვადაში შესრულებისა და გაფორმების მონიტორინგი;
** მიღებული და გაგზავნილი დოკუმენტაციის სრულყოფილი პროგრამული აღრიცხვა და უსაფრთხოდ დაარქივება;
** სამშენებლო ობიექტზე არსებული ყველა სახის პროექტისა და დოკუმენტაციის სრულყოფილად დაარქივება;
** შემოსული კორესპონდენციის გაცნობა, დახარისხება და ზუსტი აღრიცხვა, გადაგზავნა შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან;
** თანამშრომლების სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმის დამუშავება და მისი კონტროლი, პერიოდული ანგარიშის მომზადება;
** ხელშეკრულებებისა და მიღება-ჩაბარებების კონტროლი.
** თავისი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად სხვა უფლებამოსილებების შეთავსება, ასევე სამსახურის ხელმძღვანელის დავალებების შესრულება;
** თანამშრომლების ტაბელის მონიტორინგი და ანგარიშგება HR-ისგანყოფილებასთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ნებისმიერ სფეროში;
** კანცელარიის, დოკუმენტბრუნვის, ხელშეკრულების ადმინისტრაციული მენეჯერის მიმართულებით სასურველია, სულ მცირე, 6-თვიანი სამუშაო გამოცდილება ;
** მენეჯმენტის/ადმინისტრაციის/კანცელარიის მიმართულებით საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა ;
** სავალდებულოა ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა, სასურველია რუსული ენის ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Office, Microsoft Excel.

პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პრობლემების გადაჭრის უნარები;
** ორგანიზების უნარები;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირება;
** სამუშაო დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ან CV ელფოსტის მისამართზე: hr@anagi.ge 2024 წლის 24 მაისის ჩათვლით.

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (დოკუმენტბრუნვის ადმინისტრირების სპეციალისტი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!

დაინტერესებული ხართ?

რეზიუმეს გაგზავნა


დაინტერესებული ხართ ჩვენთან მუშაობით?

მიამაგრეთ ფაილი