შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის განკუთვნილი „პოლიციის ქალაქის“ მშენებლობასთან დაკავშირებით, კაფსულის ჩადების ცერემონია გაიმართა.
ერთ-ერთი შენობის საძირკველში, სიმბოლური კაფსულა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა და სამშენებლო კომპანია „ანაგის“ დირექტორმა ირაკლი გოგოლიშვილმა ჩადეს.
თანამედროვე სამშენებლო ინდუსტრია სწრაფად ვითარდება, შესაბამისად ციფრული ტრანსფორმაცია, განსაკუთრებით პროცესების ავტომატიზაცია და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება ყველა კომპანიისთვის სულ უფრო და უფრო კრიტიკული ხდება.
კომპანია „ანაგის“ 35 წლის საიუბილეო წლის აღსანიშნავად „შატო მუხრანში“ ჩატარდა ტურნირი რა? სად? როდის?, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს „ანაგის“ პარტნიორმა კომპანიებმა. ღონისძიებაში 24 გუნდი მონაწილეობდა.
22 აპრილს დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული „For Better Earth“ კამპანიის ფარგლებში სამშენებლო კომპანია „ანაგმა“ დიღმის ტყე-პარკში 100-ამდე ხე დარგო და დაასუფთავა მიმდებარე ტერიტორია.