28/03/2025
BDO Digital და „ანაგი“ – ERP სისტემით ციფრული ტრანსფორმაციისკენ
თანამედროვე სამშენებლო ინდუსტრია სწრაფად ვითარდება, შესაბამისად ციფრული ტრანსფორმაცია, განსაკუთრებით პროცესების ავტომატიზაცია და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება ყველა კომპანიისთვის სულ უფრო და უფრო კრიტიკული ხდება. სწორედ ამ გამოწვევაზე საპასუხოდ, საქართველოს სამშენებლო ბაზრის ლიდერმა კომპანია „ანაგმა“, „BDO Digital-თან“ თანამშრომლობით დაიწყო ERP (Enterprise Resource Planning) სისტემის დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფს არაერთ მნიშვნელოვან ოპერაციულ გაუმჯობესებას, მისი დახმარებით, ერთ სისტემაში გაერთიანდება ისეთი მნიშვნელოვანი პროცესები, როგორიც არის ფულადი სახსრების მართვა, ძირითადი საშუალებები, შესყიდვები, მარაგების მართვა, პროექტების შემოსავლები და ხარჯები, ადამიანური რესურსის მენეჯმენტი და ფეიროლი. მენეჯმენტს შესაძლებლობა ექნება თითოეული პროცესის ზუსტ და დროულ მონაცემზე ჰქონდეს წვდომა, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს გადაწყვეტილების მიღების პროცესს. აღსაღნიშნავია რომ ERP სისტემა შეამცირებს მანუალურად შესრულებად ოპერაციებს, ავტომატიზაციის შედეგად ადამიანური და დროითი რესურსი დაიზოგება, ამავდროულად მნიშვნელოვნად შემცირდება ოპერაციული რისკები ტექნიკური შეცდომების მინიმიზაციით.
პროექტის მიმდინარე ეტაპი და სამომავლო გეგმები
ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტის პირველი ფაზა, რომლის ფარგლებშიც ERP სისტემის საწყობის მოდული უკვე დანერგილია რამდენიმე მსხვილ სამშენებლო ობიექტზე, სადაც საწყობის მართვის პროცესები შესამჩნევად გამარტივდა: მარაგების აღრიცხვა დინამიური, შესყიდვების პროცესი კი უფრო გამჭვირვალე გახდა.
BDO Digital აქტიურად თანამშრომლობს "ანაგთან", იმისთვის რომ სისტემა დაინერგოს ყველა განყოფილებაში და მოხდეს ბიზნეს პროცესების სრული ცენტრალიზაცია. ERP სისტემის ინტეგრაციის დროს განხორციელდა ოპერაციების სიღრმისეული ანალიზი და ოპტიმიზაცია,რამაც „ანაგს“ შესაძლებლობა მისცა აქტიურად აითვისოს ხელოვნური ინტელექტის (AI) ტექნოლოგია. აღნიშნული ინოვაციური მიდგომა კომპანიას დაეხმარება კიდევ უფრო გაამარტივოს ოპერაციების კოორდინაცია და უზრუნველყოს ერთგვაროვან მონაცემთა ანალიზის შესაძლებლობა. BDO Digital და „ანაგი“ ერთად აყალიბებენ სამშენებლო ინდუსტრიის გაციფრულების ახალ სტანდარტს საქართველოში. ERP სისტემისა და ინოვაციური ტექნოლოგიების ინტეგრაციის დასრულების შემდეგ, კომპანია მიიღებს სრულად ცენტრალიზებულ ბიზნეს პროცესებს, რომელიც მას უზრუნველყოფს გამჭვირვალობით, ზრდის შესაძლებლობითა და მართვის უპრეცედენტო ინსტრუმენტებით.

სხვა სიახლეები
/ კონტაქტი
თბილისი
კოსტავას ქუჩა 37/39, თბილისი, საქართველო, 0179
ტელ: +995 (32) 224 12 11
ელ.ფოსტა: info@anagi.ge
ბათუმი
ფიროსმანის ქუჩა 1ა, ბათუმი, საქართველო, 6009
ტელ: +995 (422) 27 41 39
ელ.ფოსტა: office@anagi.ge