პროექტი

სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი, ბათუმი

დასრულებული

დამკვეთი:აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო

დაწყების თარიღი:ივნისი 2010
დასრულების თარიღი:ნოემბერი 2011
სამშენებლო ფართი: 11300 m2

პროექტის აღწერა


არსებულ მუსიკალურ შენობას ჩაუტარდა ფართომასშტაბიანი სარეკონსტრუქციო და სარესტავრაციო სამუშაოები. მთლიანად შეიცვალა შენობის გეგმარება. მიშენებული და დაშენებული ნაწილების მზიდი კარკასი მოეწყო მონოლითური რკინაბეტონის ელემენტებით. გაძლიერდა ან შეიცვალა არსებული რკინაბეტონის მზიდი კარკასის კონსტრუქციული ელემენტები. მიშენებული ნაწილის ფასადის და თაღოვანი გადახურვის კონსტრუქცია შემოსილია ალუმინის პროფილებისაგან დამზადებული, ორმაგი მინაპაკეტებით შემინული ვიტრაჟებით. შენობის პარაპეტის კედლებზე დამონტაჟებულია ვერცხლისფრად შეღებილი ლითონის შპილები. სრულად იქნა რესტავრირებული მხატვრული ორნამენტებით მოხატული კედლები და ჭერები. აღდგენილ იქნა კარნიზები და მხატვრული ფიგურები. მოეწყო ახალი კარნიზები და მხატვრული ფიგურები.

მაყურებელთა დარბაზში შეიცვალა სავარძლები. მოეწყო შიდა და გარე შადრევნები. ინტერიერში და შიდა სათავსებში ჩატარდა სრული კეთილმოწყობითი სამუშაოები. მოეწყო გარე და შიდა საინჟინრო ქსელები, მოწყობილობების მონტაჟით. დამონტაჟდა სცენის ტექნოლოგიური მოწყობილობები. გარე ტერიტორიაზე დაიგო დეკორატიული ბეტონის ფილები, მოეწყო ბორდიურები და გამწვანება.