პროექტი

საერთაშორისო აეროპორტი, ქუთაისი

დასრულებული

დამკვეთი:შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“

დაწყების თარიღი:აგვისტო 2017
დასრულების თარიღი:აპრილი 2021
სამშენებლო ფართი: 22000 m2
ფუნქციური დანიშნულება: აეროპორტის ტერმინალი
მისამართი: სამტრედიის რაიონი, სოფ. დიდი ჯიხაიში
არქიტექტურული პროექტის ავტორი: UN Studio

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალის ორ ეტაპად განხორციელებული შენობა ამსტერდამში დაარსებულმა საერთაშორისოდ აღიარებულმა არქიტექტურულმა კომპანია „UNStudio-მ“ დააპროექტა.

შენობის მეორე (დასავლეთი) ფლიგელი ჰარმონიულად ებმის თავდაპირველ შენობას, რასაც უწყვეტი საფასადო ვიტრაჟები და გაერთიანებული მწვანე სახურავი უზრუნველყოფს. ე.წ. მეხუთე ფასადზე მოწყობილია ამფითეატრის მსგავსი ტერასები, სადაც მგზავრებს დეკორატიული მცენარეებით მორთულ სივრცეში შეუძლიათ დროის გატარება. ამფითეატრი შენობის შიდა მოსაცდელშია მოწყობილი, რითაც ინტერიერი და ექსტერიერი ერთმანეთს ერწყმის და განსაზღვრავს შენობის დიზაინის კონცეპტუალურ მთლიანობას.

ტერმინალის კონსტრუქცია ლითონის მასიური ელემენტებითაა აწყობილი, რაც ქმნის მაღალჭერიან, კოლონებისაგან თავისუფალ სივრცეებს. სამშენებლო სამუშაოები, კერძოდ, ახალი ტერმინალის აშენება, არსებული ტერმინალის რეკონსტრუქცია და მისი ახალ ტერმინალთან დაკავშირება კომპანია „ანაგმა“ შეასრულა.