პროექტი

ორბელიანის მოედნის რეკონსტრუქცია, თბილისი

დასრულებული

დამკვეთი:ა(ა)იპ “თბილისის განვითარების ფონდი”

დაწყების თარიღი:იანვარი 2018
დასრულების თარიღი:მაისი 2019

პროექტის აღწერა

არსებული შენობების ფასადებს ჩაუტარდა სრული აღდგენა-რესტავრაცია. ფასადები დამუშავდა ფითხით და შეიღება საფასადე საღებავით, ასევე მოპირკეთდა მაღალი ხარისხის ქარხნულად დამზადებული საფასადე აგურის ფილებით. შეიცვალა ხის ფანჯრის ბლოკები, ხის დეკორატიული ელემენტები და ჭედური მოაჯირები აივნებზე. შეიცვალა ზოგიერთი შენობის სახურავი. მოეწყო 150 ავტომობილზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომი.