პროექტი

იუსტიციის სახლი, ანაკლია

დასრულებული

დამკვეთი:საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

დაწყების თარიღი:მაისი 2012
დასრულების თარიღი:სექტემბერი 2012
სამშენებლო ფართი: 2300 m2

პროექტის აღწერა


შენობა არქიტექტურული თვალსაზრისით გადაწყვეტილია რთულ და არაორდინალურ ფორმებში, რომლის მზიდი კონსტრუქციული კარკასი შესაბამისი ფორმებისა და დიზაინის გათვალისწინებით გადაწყვეტილია და შესრულებულია ლითონის ღეროვანი ელემენტებით. მოწყობილია ხიდი ნაწრთობი მინისაგან უჟანგავ ლითონის პროფილებზე. 

საძირკვლები – მონოლითური რკინაბეტონის ნაბურღ-ნატენი ხიმინჯები დიამეტრით 800 მმ, სიგრძით 22 მ, რომლებზეც დაფუძნებულია მონოლითური რკინაბეტონის ფილა.
სართულშუა გადახურვები – ლითონის პროფფენილი ლითონის კოჭებზე, მონოლითური რკინაბეტონის ფილის საფარი.
სახურავი – თბოიზოლაცია, რბილი ჰიდროსაიზოლიაციო რულონური მასალა.
ფასადები – თბოიზოლაცია, საფასადე მოსაპირკეთებელი ფილოვანი სისტემები.
ვიტრაჟები – ბელგიური წარმოების ალუმინის პროფილები, ორმაგი მინაპაკეტები.
შიდა ტიხრები – ნესტგამძლე თაბაშირ-მუყაოს ფილები ლითონის კარკასზე, შემინული ვიტრაჟებისგან დამზადებული ალუმინის პროფილები.
იატაკები – ხის ფილები, კერამოგრანიტისა და მეტლახის ფილები, ხელოვნური ხალიჩა.
ტერიტორიის კეთილმოწყობა – ბეტონისა და გრანიტის ქვის ფილები, გარე განათების ლამპიონები, სადრენაჟე და სანიაღვრე ქსელები.