მიმოხილვა

ჩვენ შესახებ

 
"ანაგი" უმსხვილესი სამშენებლო კომპანიაა საქართველოში. იგი 28 წლის წინ დაარსდა და სულ მალე ქვეყნის სამშენებლო სექტორის ლიდერის პოზიცია დაიკავა, რომელსაც ამჟამადაც ღირსეულად ინარჩუნებს.

"ანაგის" ძირითად საქმიანობას სამოქალაქო-სამრეწველო მშენებლობა წარმოადგენს და მისი აქტივობა ამ დარგის სრულ სპექტრს მოიცავს. კომპანია მზადაა შესთავაზოს დამკვეთს მომსახურების სრული პაკეტი - საპროექტო სამუშაოებით დაწყებული, ობიექტის ექსპლუატაციაში ჩაბარებით დასრულებული.

2011 წლიდან მოყოლებული კომპანიაში დაინერგა და ეფექტურად ფუნქციონირებს ხარისხის მართვის სისტემა - ISO 9001. 2017 წელს "ანაგმა" წარმატებით გაიარა რესერტიფიცირება სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დადგენილი წესების მიხედვით და მოიპოვა ISO 9001:2015 სერტიფიკატი. როგორც მართვაში, ისე უშუალოდ მშენებლობაში, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სისტემების დანერგვა, "ანაგი"-ს მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.

კომპანია დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიკაციური საინჟინრო კადრებით, რომელთა უმეტესობას გააჩნია 10 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება. დღესათვის კომპანიაში დასაქმებულია 1500-ზე მეტი ადამიანი.


"ანაგის" მთავარი მიზანია დამკვეთის წინაშე აღებული ვალდებულებების პირნათლად შესრულება, რაც კომპანიის გრძელვადიან საიმედოობას განაპირობებს. 

საქმიანობის სფერო და ძირითადი მიმართულებები


დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს "ანაგი" სთავაზობს საპროექტო-სამშენებლო საქმიანობის სრული პაკეტის ან მისი ნებისმიერი ნაწილის შესრულებას, მათ შორის: 
  • საცხოვრებელი, სასტუმრო, საზოგადოებრივი, სამრეწველო და ინდივიდუალური საცხოვრებელი დანიშნულების ობიექტების მშენებლობას; 
  • შიდა დიზაინის დამუშავებასა და სამუშაოების შესრულებას; 
  • გარე მოპირკეთების სამუშაოების წარმოებას; 
  • საპროექტო და სამშნებლო სამუშაოების მენეჯმენტს; 
  • ავტოტრანსპორტითა და სამშენებლო მექანიზაციით მომსახურებას; 
  • საშენი მასალების და ნაკეთობების ხარისხსა და სტანდარტებთან შესაბამისობის დასადგენად ლაბორატორიულ მომსახურებას; 
  • უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტების უფასო კონსულტაციებს სამშენებლო საქმიანობის ორგანიზების, ტექნოლოგიის, სამართლებრივი პროცედურების და დარგის სხვა მიმართულებების თაობაზე.

150

დასრულებული პროექტი

1500

თანამშრომელი

3

შვილობილი კომპანია

122

სამშენებლო ტექნიკა