მიმოხილვა

თბილისის და ბათუმის ოფისები

ჩვენს შესახებ

საქართველოს უმსხვილესი სამშენებლო კომპანია „ანაგი“ 1989 წელს დაარსდა და მალევე ქვეყნის სამშენებლო სექტორის ლიდერი გახდა. მას შემდეგ იგი ღირსეულად ინარჩუნებს ამ პოზიციას და თავდაუზოგავად განაგრძობს სრულყოფილებისკენ სწრაფვას.

„ანაგის“ ძირითადი საქმიანობა სამოქალაქო-სამრეწველო მშენებლობაა. მისი საქმიანობა ამ დარგის სრულ სპექტრს მოიცავს. კომპანია მზადაა დამკვეთს შესთავაზოს მომსახურების სრული პაკეტი როგორც საპროექტო სამუშაოები, ასევე ობიექტის ექსპლუატაციაში ჩაბარება.

2011 წლიდან კომპანია ერთგულად იცავს ხარისხის მართვის სისტემის - ISO 9001-ის, პრინციპებს. 2017 წელს „ანაგმა“ წარმატებით გაიარა რესერტიფიცირება სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დადგენილი წესების მიხედვით და მოიპოვა ISO 9001:2015-ის სერტიფიკატი, ხოლო 2019 წელს კი შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მენეჯმენტის სისტემის გამართულად ფუნქციონირებისთვის  ISO 45001:2018-ის სერტიფიკატი მიიღო. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მართვის ეფექტური სისტემების დანერგვა „ანაგის“ მთავარი პრიორიტეტია, თუმცა მშენებლობა მაინც ყოველთვის პირველ ადგილზე რჩება.

კომპანია დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური საინჟინრო კადრებით, რომელთა უმეტესობას აქვს 10 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება, ხოლო მათ საქმიანობას ამყარებს მაღალი დონის პროფესიონალებისგან შემდგარი ძლიერი ადმინისტრაციული გუნდი ფინანსების, სამართლის, ტექნიკური დახმარების, პროექტის მენეჯმენტის, ხარისხის კონტროლისა თუ სხვა სფეროებიდან. დღეისათვის კომპანიაში დასაქმებულია 3 000-მდე ადამიანი.

კომპანია თავდაუზოგავად შრომობს იმისათვის, რომ დააკმაყოფილოს მაღალკონკურენტული ბაზრის მოთხოვნები და მიაწოდოს მას ექსკლუზიური მომსახურება სამშენებლო სექტორში უახლესი მიღწევებისა და სიახლეების გათვალისწინებით.

„ანაგი“ განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თითოეულ დამკვეთს და პირნათლად ასრულებს დაკისრებულ ვალდებულებებს. 


საქმიანობის ძირითადი სფერო და მიმართულებები:

თავის კლიენტებს „ანაგი“ სთავაზობს საპროექტო-სამშენებლო საქმიანობის სრულ პაკეტს ან მისი ნებისმიერი ნაწილის შესრულებას, მათ შორის:
  • სასტუმროების, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და სხვა საცხოვრებელი, საზოგადოებრივი თუ სამრეწველო დანიშნულების ობიექტების მშენებლობას;
  • საინჟინრო ქსელების გაყვანას;
  • ინტერიერის დიზაინს;
  • შიდა და გარე მოსაპირკეთებელ სამუშაოებს;
  • საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების მენეჯმენტს;
  • ავტოტრანსპორტითა და სამშენებლო მექანიზაციით მომსახურებას;
  • ორგანიზებასთან, ტექნოლოგიებთან, სამართლებრივ პროცედურებთან და დარგის სხვა მიმართულებებთან დაკავშირებულ კონსულტაციებს;
  • ლაბორატორიულ მომსახურებას საშენი მასალებისა და ნაკეთობების ხარისხთან და სათანადო სტანდარტებთან შესაბამისობის დასადგენად.

 

ხარისხზე ორიენტირებული პოლიტიკა

შპს „ანაგი“ ისწრაფვის იყოს ლიდერი კონკურენციულ ბაზარზე, სრულად დააკმაყოფილოს მომხმარებლის მოთხოვნები და ამით გაამართლოს მათი ნდობა. კომპანიის პოლიტიკა ხარისხის სფეროში მიმართულია სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების მუდმივი გაუმჯობესებისაკენ, რითაც ის ამყარებს თავის პოზიციას ბაზარზე.

ორგანიზაცია თავს ვალდებულად თვლის:
  • მიიღოს მონაწილეობა სახელმწიფო ტენდერებში;
  • შეუსაბამოს სამუშაოები მოქმედ კანონმდებლობას და საერთაშორისო სტანდარტებს;
  • მუდმივად გააუმჯობესოს ხარისხის მენეჯმენტის სისტემის შედეგიანობა;
  • პერიოდულად შეამოწმოს მიმწოდებლისა და მიწოდებული რესურსების ხარისხი;
  • ყურადღებით მოეკიდოს მომხმარებლის პრეტენზიებს და მაქსიმალურად მოკლე ვადაში გადაწყვიტოს წარმოქმნილი პრობლემა;
  • მჭიდრო ურთიერთობა იქონიოს დამკვეთებთან, რათა სათანადოდ შეისწავლოს მათი სურვილები და გაამართლოს მათი მოლოდინი;
  • პროექტის შესრულების ფარგლებში მაქსიმალური ინფორმაცია მიაწოდოს მომხმარებელს ორგანიზაციის შესაძლებლობებისა და საშუალებების შესახებ;
  • აამაღლოს სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულების ხარისხი და უზრუნველყოს მომხმარებლის საიმედოობა, კომპეტენტურობის, შედეგიანობისა და მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირების საშუალებით;
  • ხელმძღვანელობისა და რიგითი თანამშრომლებისთვის შექმნას შესაბამისი სამუშაო გარემო, იზრუნოს მათ მოტივაციაზე პროდუქტიულობის ასამაღლებლად;
  • გამოიყენოს ინოვაციური და მაღალხარისხიანი ტექნოლოგიები/რესურსები უფრო ეფექტური შედეგის მისაღებად;
  • მუდმივად ჰყავდეს კვალიფიციური პერსონალი ახალი პროექტების შესასრულებლად, იზრუნოს მათი პროფესიონალიზმისა და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებაზე, ასევე გააუმჯობესოს ინფრასტრუქტურა.


შრომის ჰიგიენისა და უსაფრთხოების პოლიტიკა

შპს „ანაგის“ ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ნაწილია შრომის ჰიგიენა და მისი დაცვა. შრომის ჰიგიენისა და უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარი მიზანია, ყველა დასაქმებული უზრუნველყოს ისეთი სამუშაო გარემოთი, სადაც ისინი იხელმძღვანელებენ თანასწორობის, კოლეგიალობისა და ურთიერთპატივისცემის მაღალი სტანდარტებით; ამასთან, მათ ხელი უნდა მიუწვდებოდეთ იმ ინსტრუმენტებსა და დახმარებაზე, რომლებიც საჭიროა დაკისრებული მოვალეობების ეფექტური შესრულებისათვის. აღნიშნული ვალდებულების განხორციელებას უზრუნველყოფს კომპანიის პოლიტიკა ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მართვის სისტემის მეშვეობით.

შრომის ჰიგიენასთან, უსაფრთხოებასა და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული ამოცანები შპს „ანაგის“ შრომის უსაფრთხოების სამსახურის მთავარი მამოძრავებელი ძალაა. მოცემული სამსახური შეიქმნა ოპერატიული და სტრატეგიული საკითხების ყოველდღიური ეფექტური კონტროლისათვის.

შპს „ანაგის“ შრომის უსაფრთხოების სამსახური ერთგულად იცავს:

- შრომის პირობების სისტემატურად გაუმჯობესების უზრუნველყოფას;
- თანამშრომელთა შრომითი უფლებების დაცვას;
-.სანიტარულ-ჰიგიენური პირობების გაუმჯობესებას;
-.თანამშრომლების აუცილებელი სწავლებითა და ტრეინინგებით უზრუნველყოფას.

სხვა მრავალ მოვალეობასთან ერთად ორგანიზაცია თავს ვალდებულად თვლის:
  • შეუსაბამოს სამუშაოები მოქმედ კანონმდებლობას და საერთაშორისო სტანდარტებს;
  • პერიოდულად შეამოწმოს მიმწოდებლისა და მიწოდებული რესურსების ხარისხი;
  • მუდმივად გააუმჯობესოს შრომის უსაფრთხოებისა და ჰიგიენის სისტემის შედეგიანობა;
  • ყურადღებით მოეკიდოს დამკვეთის პრეტენზიებს და მაქსიმალურად მოკლე ვადაში გადაწყვიტოს წარმოქმნილი პრობლემა;
  • გამოიყენოს ინოვაციური და ხარისხიანი ტექნოლოგიები/რესურსები უფრო ეფექტური შედეგის მისაღებად;
  • აამაღლოს შრომის უსაფრთხოების თანამშრომლების მიერ გაწეული სამუშაოების ხარისხი და უზრუნველყოს მჭიდრო ურთიერთობა დამკვეთებთან, რათა სათანადოდ შეისწავლოს მათი სურვილები და დააკმაყოფილოს მათი მოლოდინი;
  • მუდმივად დაიქირავოს კვალიფიციური პერსონალი ახალი პროექტების შესასრულებლად, იზრუნოს მათი პროფესიონალიზმის ამაღლებაზე და უზრუნველყოს ისინი უწყვეტი განათლებით, გააუმჯობესოს ინფრასტრუქტურა;
  • პროექტის შესრულების ფარგლებში მაქსიმალური ინფორმაცია მიაწოდოს დამკვეთს ორგანიზაციის შესაძლებლობებისა და საშუალებების შესახებ;
  • პროდუქტიულობის ამაღლების მიზნით ხელმძღვანელობისა და რიგითი თანამშრომლებისთვის შექმნას შესაბამისი სამუშაო გარემო, იზრუნოს მათი მოტივაციის გაძლიერებაზე.

250

დასრულებული პროექტი

3000

თანამშრომელი

3

შვილობილი კომპანია

160

სამშენებლო ტექნიკის ერთეული

საპრეზენტაციო კლიპი


-->