სერვისები

მშენებლობა

მშენებლობა

დამკვეთთან მიღწეული საბოლოო შეთანხმების შემდეგ, კომპანიაში ყველაზე აქტიური პროცესი იწყება, რაც სამშენებლო სამუშაოებისთვის მომზადებასა და მისი უშუალო წარმოებას მოცავს. ეს პროცესი რამდენიმე ეტაპისგან შედგება და მასში სხვადასხვა დარგობრივი მიმართულებაა ჩართული. კომპანია “ანაგის” გუნდური მუშაობის პრინციპი სწორედ ამ ეტაპზეა ყველაზე მეტად თვალსაჩინო.

• მშენებლობის წარმოების ჯგუფის შექმნა-დამტკიცება

პროექტის სპეციფიკაციიდან, მისი სირთულიდან და გეოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე, კომპანიის ხელმძღვანელობა ადგენს და ამტკიცებს მშენებლობის წარმოების ჯგუფს, რომელსაც უბნის უფროსი (უფროსი სამუშაოთა მწარმოებელი) ხელმძღვანელობს. ჯგუფის შემადგენლობაში ასევე არიან გამოცდილი გეოდეზისტები. უბნის უფროსის ზედამხედველობით ხდება დარგობრივი ბრიგადების ოპტიმალური რაოდენობის განსაზღვრა, მათი შერჩევა, ბრიგადებს შორის კოორდინაციის და სამშენებლო ფრონტზე ეფექტური გადანაწილების დაგეგმვა.

• პროექტის მენეჯერის დანიშვნა

პროექტის მენეჯერი “ანაგის” წარმომადგენელია, რომელიც უშუალო ურთიერთობაშია დამკვეთთან. დამკვეთისთვის კომფორტული პირობების უზრუნველყოფის მიზნით, პროექტის მენეჯერი ახდენს მის მუდმივ ინფორმირებას პროექტის მიმდინარეობის შესახებ, ჩართულია მიმდინარე პრობლემების ოპერატიულად გადაწყვეტის პროცესში, აძლევს რჩევებს ტექნიკური და ორგანიზაციული საკითხების ოპტიმალური გადაწყვეტის თაობაზე.

• სამშენებლო ტექნიკით და ინვენტარით უზრუნველყოფა

“ანაგი-მექანიზაციის” ტექნიკურ პერსონალთან ერთად ზუსტდება ერთობლივად შემუშავებული მშენებლობის ორგანიზაციის და წარმოების პროექტების ბოლო დეტალები, როგორიცაა სამშენებლო ტექნიკის განთავსების გეგმები, მანქანა-მექანიზმების ტექნიკური პარამეტრები, ლოგისტიკური სქემები, პროცესების თანმიმდევრობა. პროექტის მობილიზაციის ფაზიდან დაწყებული სრულ დემობილიზაციამდე, “ანაგი-მექანიზაციის” გუნდი მუდმივ მზადყოფნაშია, დააკმაყოფილოს სწრაფად მშენებარე ობიექტების ყველა მოთხოვნა.

• დოკუმენტაცია და ტექნიკური მხარდაჭერა

შეთანხმებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის, სამშენებლო გრაფიკების, ობიექტის ჟურნალების და წარმოების მრავლობითი აქტების უზრუნველყოფას ტექნიკური მხადაჭერის მიმართულება ახორციელებს. “ანაგის” ფინანსურ ჯფუფთან ერთად, განყოფილების სპეციალისტები ობიექტის ფინანსური მდგომარეობის და ანგარიშგების მუდმივ მონიტორინგს და დოკუმენტირებას აწარმოებენ.

• მასალების და მომსახურების შესყიდვების უზრუნველყოფა

წინასწარ გაწერილი გეგმის, აგრეთვე მშენებლობის პროცესში დამკვეთის დამატებითი მოთხოვნების გათვალისწინებით, შესყიდვების და მომარაგების სამსახურები უზრუნველყოფენ ყველა საჭირო მასალის და მომსახურების ოპერატიულ შეძენა-მიწოდებას, როგორც ადგილობრივი, ასევე ნებისმიერი უცხო ქვეყნის ბაზრებიდან.

• შრომის უსაფრთხოების და დაცვის უზრუნველყოფა

“ანაგის” მთავარ პრიორიტეტს ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის, მუშახელის და მესამე პირების უსაფრთხოების საკითხი წარმოადგენს. წინასწარ შედგენილი უსაფრთხოების გეგმა, გაცნობითი და შემახსენებელი სწავლებები, ასევე ინსტრუქციების უპირობო შესრულება, შრომის უსაფრთხოებისა და დაცვის სამსახურის თანამშრომლების მუდმივი ზრუნვის საგანია.

• ხარისხის კონტროლის და ტექნოლოგიების პროცედურების დაგეგვმა

პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე, ხარისხის კონტროლის და ტექნოლოგიების სამსახური ადგენს ობიექტზე ხარისხის მოთხოვნების, გამოსაყენებელი ტექნოლოგიების და სამუშაოების წარმოების მეთოდოლოგიის გეგმას. სამსახური მიავლენს თავის მუდმივ წარმომადგენელს, რომელიც ამ საპასუხისმგებლო მიმართულების მონიტორინგს ახორციელებს.

• იურიდიული მხარდაჭერა

მშენებლობის დაგეგმარების და მიმდინარეობის დროს მუნიციპალურ ორგანოებთან, ქალაქის და ადგილობრივი თვითმმართველობების სამსახურებთან, ქსელების მფლობელ კომპანიებთან თუ მესამე პირებთან სანებართვო, პროცედურული თუ სხვა საკითხების ოპერატიულ ორგანიზებას “ანაგის” იურიდიული სამსახურის გუნდი უზრუნველყოფს.