პროექტი

საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალი, ქუთაისი

დასრულებული

დამკვეთი:შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“

დაწყების თარიღი:აგვისტო 2017
დასრულების თარიღი:აპრილი 2021
სამშენებლო ფართი: 22000 m2

პროექტის აღწერა


შენობა დაგეგმარებულია სრული კარკასული სქემით, რომლის რკინაბეტონის და ლითონის მზიდი კარკასი მოწყობილია ფირფიტოვანი და ღეროვანი ელემენტებით. დამუშავდა ქვაბული, რომლის ფერდოების გამაგრება შესრულდა ლითონის შპუნტებით.

საძირკვლები – ნაბურღ-ნატენი ხიმინჯები, დიამეტრით 900 მმ, რომლებზეც დაეფუძნებულია მონოლითური რკინაბეტონის ფილა.