პროექტი

რესტორანი ამბასადორი, ბათუმი

დასრულებული

დამკვეთი:შპს „ამბასადორი ბათუმი“

დაწყების თარიღი:ნოემბერი 2018
დასრულების თარიღი:მაისი 2020
სამშენებლო ფართი: 2100 m2
შენობის ფუნქციური დანიშნულება: რესტორანი
მისამართი: ბათუმი, ძველი ბულვარი

რესტორანი „ამბასადორი“ ორიგინალური და გამორჩეული არქიტექტურის მქონე შენობაა, რომელიც ბათუმის ძველ ბულვარს ამშვენებს. მსუბუქი ლითონისა და შერეული რკინაბეტონის კონსტრუქციის მქონე 2-სართულიანი ნაგებობა არტნუვოს სტილისა და თანამედროვე არქიტექტურული ელემენტების ნაზავია.

ძირითად სამშენებლო სამუშაოებთან ერთად სამშენებლო კომპანია „ანაგმა“ ტექნოლოგიურად რთულად შესასრულებელი სამუშაო ჩაატარა და მონოლითური რკინაბეტონის კედლებით ქვაბულის ფერდოები გაამაგრა.