მენეჯმენტი

დამფუძნებელი

ზაზაგოგოტიშვილი

თანამდებობა: დამფუძნებელი
ზაზა გოგოტიშვილი დაიბადა 1964 წლის 5 თებერვალს ქ. ოზურგეთში. 1980 წელს ჩაირიცხა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის ფაკულტეტზე. სწავლის დამთავრებისთანავე მუშაობა განაგრძო №5 სამშენებლო ტრესტში სამუშაოთა ოსტატის თანამდებობაზე.

1989 წელს ზ. გოგოტიშვილმა დააფუძნა სამშენებლო კომპანია „ანაგი“, რომლის პირველი პროექტები განხორციელდა აჭარაში, თუმცა მოქმედების არეალი სწრაფად გაფართოვდა და დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიას მოიცავს. მისი უშუალო ძალისხმევით „ანაგი“ გახდა წამყვანი სამშენებლო კომპანია, რომელიც აშენებს სასტუმროებს, ინდივიდუალურ და მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს, საზოგადოებრივ და სამრეწველო დანიშნულების ობიექტებს. დღეისათვის ზ. გოგოტიშვილი კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა, განსაზღვრავს კომპანიის პოლიტიკასა და სტრატეგიას