კარიერა

კარიერა

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სამშენებლო კომპანია „ანაგის“ კარიერის გვერდზე. ჩვენი კომპანია გაძლევთ შესაძლებლობას, ითანამშრომლოთ სხვადასხვა დარგის პროფესიონალებთან, ამასთან, იგი ყოველთვის დაგეხმარებათ პროფესიულ ზრდასა და კარიერულ წინსვლაში.

ხარისხისა და ტექნოლოგიების კონტროლის ინჟინერი


ადგილმდებარეობა: ზუგდიდი
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00 საათამდე
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად, 1500 ლარიდან 3000 ლარამდე.

ძირითადი მოვალეობები:

** ობიექტზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების შემოწმება;
** ყოველდღიური ანგარიში ხელმძღვანელთან;
** დეფექტური დოკუმენტების მომზადება;
** დეფექტების რეესტრში აღრიცხვა;
** სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, სამუშაო გრაფიკის გახანგრძლივება სამშენებლო ტექნოლოგიის გათვალისწინებით;
** სამუშაოს შემოწმების გრაფიკის დაგეგმვა უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით მშენებლობის უწყვეტი პროცესის უზრუნველსაყოფად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა, უპირატესობად ჩაითვლება თურქული ენის ფლობა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პრობლემების გადაჭრის უნარი;
** ორგანიზების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირების უნარი;
** სამუშაო დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ან CV ელფოსტის მისამართზე: vacancy@anagi.ge 2024 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით.

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ზუგდიდი, ხარისხის ინჟინერი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!


დაინტერესებული ხართ ჩვენთან მუშაობით?

მიამაგრეთ ფაილი