კარიერა

კარიერა

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სამშენებლო კომპანია „ანაგის“ კარიერის გვერდზე. ჩვენი კომპანია გაძლევთ შესაძლებლობას, ითანამშრომლოთ სხვადასხვა დარგის პროფესიონალებთან, ამასთან, იგი ყოველთვის დაგეხმარებათ პროფესიულ ზრდასა და კარიერულ წინსვლაში.

ERP სისტემების ადმინისტრატორი (ანაზღაურებადი სტაჟირება)


სამშენებლო კომპანია „ანაგი“ აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ERP-სისტემების ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სტაჟირების განმავლობაში შერჩეული კანდიდატი იმუშავებს ფინანსურ, IT, შესყიდვების, საწყობისა და სხვა ბიზნესმიმართულებების გუნდებთან, გაეცნობა თანამედროვე ERP-სისტემის მუშაობის პრინციპებს და მონაწილეობას მიიღებს კომპანიის ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში.

სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ კანდიდატს ექნება შესაძლებლობა, დასაქმდეს ERP- სისტემების ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები
** ERP-სისტემაში მონაცემების ვალიდაციის პროცესში მონაწილეობა;
** ბიზნესპროცესების გაცნობა და მათი ERP-სისტემაში სწორად ასახვის პროცესში მონაწილეობა;
** შიდა მომხმარებლების მხარდაჭერა ERP-სისტემის ყოველდღიური გამოყენების პროცესში;
** ბიზნესმოთხოვნების ანალიზში მონაწილეობა უშუალო ხელმძღვანელთან ერთად;
** ტექნიკური დავალებების მომზადებასა და დამუშავებაში მონაწილეობა;
** ERP-სისტემის განვითარების პროცესში ვენდორსა და შიდა გუნდებთან კომუნიკაციის მხარდაჭერა;
** მონაცემთა ხარისხისა და სიზუსტის კონტროლის პროცესებში მონაწილეობა;
** ERP-სისტემის ტესტირებასა და ახალი ფუნქციონალის დანერგვაში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
** დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან უმაღლესი განათლების მქონე კანდიდატი შემდეგი მიმართულებით: საინფორმაციული ტექნოლოგიები, ბიზნესის ადმინისტრირება, ფინანსები/საბუღალტრო აღრიცხვა, საინფორმაციო სისტემები, ინჟინერია;
** MS Excel-ის კარგი ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ERP-სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა სავალდებულო არ არის.

პიროვნული უნარები
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
** სწრაფი სწავლის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირება;
** პრობლემების დადგენისა და გადაჭრის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
** ტექნოლოგიებისა და ბიზნესპროცესების მიმართ ინტერესი.

რას გთავაზობთ?
** ანაზღაურებად სტაჟირებას;
** პრაქტიკულ გამოცდილებას საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ERP-პროექტში;
** მენტორობას გამოცდილი ფინანსური, IT და ბიზნესპროცესების სპეციალისტებისგან;
** თანამედროვე ბიზნესპროცესების სიღრმისეულ გაცნობას;
** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** წარმატებული სტაჟირების შემდეგ დასაქმების პერსპექტივას.

დამატებითი ინფორმაცია
** სტაჟირების ხანგრძლივობა 6 თვე;
** სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი–პარასკევი, 10:00–19:00 (1-საათიანი შესვენებით);
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კოსტავას ქ. 37/39.
შერჩევის ეტაპები
** ზოგადი უნარებისა და ანალიტიკური აზროვნების ტესტირება;
** გასაუბრება.

განაცხადის მიღება

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე hr@anagi.ge 2026 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით.

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: „ERP-სისტემების ადმინისტრირების სტაჟიორი“. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.


დაინტერესებული ხართ ჩვენთან მუშაობით?

მიამაგრეთ ფაილი