კარიერა

კარიერა

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სამშენებლო კომპანია „ანაგის“ კარიერის გვერდზე. ჩვენი კომპანია გაძლევთ შესაძლებლობას, ითანამშრომლოთ სხვადასხვა დარგის პროფესიონალებთან, ამასთან, იგი ყოველთვის დაგეხმარებათ პროფესიულ ზრდასა და კარიერულ წინსვლაში.

ბუღალტერი


გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
სამუშაო საათები: 10:00-19:00 (შესვენება 1 საათი)
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კოსტავას 37/39
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად

ძირითადი მოვალეობები:

** მიმდინარე ბუღალტრული ოპერაციების წარმოება კანონმდებლობისა და საერთაშორისო ფინანსური აღრიცხვის სტანდარტების შესაბამისად
** დებიტორ-კრედიტორების დავალიანების კონტროლი;
** საბანკო ოპერაციების წარმოება და აღრიცხვა;
** საბუღალტრო სისტემაში ინფორმაციის აღრიცხვის სიზუსტისა და პირველად დოკუმენტაციასთან შესაბამისობის კონტროლი;
** სხვა დავალებების შესრულება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება შესაბამისი მიმართულებით (ფინანსები, ბიზნესი, ეკონომიკა);
** მინიმუმ, 3-წლიანი სათანადო სამუშაო გამოცდილება;
** Oris/1C-პროგრამაში სამუშაო გამოცდილება;
** უპირატესობად ჩაითვლება ERP-სისტემასთან მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები (MS office - Intermediate, Excel - Advanced).

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი.

კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

** ტესტირება - თემა, ბუღალტრული აღრიცხვა და ზოგადი უნარები;
** გასაუბრება - ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ან CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@anagi.ge 2025 წლის 21 ივნისის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ბუღალტერი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს კანდიდატურას ვერ განვიხილავთ.

გისურვებთ წარმატებას!


დაინტერესებული ხართ ჩვენთან მუშაობით?

მიამაგრეთ ფაილი