კარიერა
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სამშენებლო კომპანია „ანაგის“ კარიერის გვერდზე.
ჩვენი კომპანია გაძლევთ შესაძლებლობას, ითანამშრომლოთ სხვადასხვა დარგის პროფესიონალებთან, ამასთან, იგი ყოველთვის დაგეხმარებათ პროფესიულ ზრდასა და კარიერულ წინსვლაში.
ანაზღაურებადი სტაჟირება პროექტების დეპარტამენტში
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კოსტავას 37/39
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
სამუშაო საათები: 10:00-19:00 (შესვენება 1 საათი)
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად
ძირითადი მოვალეობები:
** პროექტების მიმდინარეობის ზედამხედველობა უშუალო ხელმძღვანელთან ერთად და ანგარიშების შედგენა;
** პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტების (იურიდიული, ბუღალტრული, ლოგისტიკური, HR და ა. შ.) მონიტორინგი;
** პროექტთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების დადგენა და ხელმძღვანელებთან წარდგენა;
** მოლაპარაკების წარმოება დამკვეთ კომპანიებთან მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით;
** შესყიდვების გეგმის ჩამოყალიბება და დაკვეთების დროული განხორციელება უშუალო ხელმძღვანელის მითითების შესაბამისად;
** დამკვეთთან ურთიერთობა პროექტის ფარგლებში წარმოქმნილი სხვადასხვა თემატიკის შესახებ;
** სამუშაო დროის რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფა;
** მოცემული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას შესრულება;
** თანამშრომლობა უფროს ხელმძღვანელობასთან ორგანიზაციის პერსონალის დაკომპლექტებასთან, დაქირავებასთან, შენარჩუნებასთან, ტრენინგთან და კულტურასთან დაკავშირებული მიზნებისა და სტრატეგიის გასაგებად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** კურსდამთავრებული ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი იურიდიულ ბიზნესადმინისტრირების ან მენეჯმენტის სფეროში;
** სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენის B1 დონეზე ცოდნა, სასურველია რუსული ენის ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Office, განსაკუთრებით, Microsoft Excel.
პროფესიული უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი.
კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან გასაუბრებას, საჭიროების შემთხვევაში კანდიდატს შეიძლება ჩაუტარდეს ტესტირება.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ან CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@anagi.ge 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (სტაჟირება პროექტების დეპარტამენტში), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს კანდიდატურას ვერ განვიხილავთ.
გისურვებთ წარმატებას!