კარიერა

კარიერა

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სამშენებლო კომპანია „ანაგის“ კარიერის გვერდზე. ჩვენი კომპანია გაძლევთ შესაძლებლობას, ითანამშრომლოთ სხვადასხვა დარგის პროფესიონალებთან, ამასთან, იგი ყოველთვის დაგეხმარებათ პროფესიულ ზრდასა და კარიერულ წინსვლაში.

1C ERP-ადმინისტრატორი


სამშენებლო კომპანია „ანაგი“ აცხადებს ვაკანსიას 1C ERP-ადმინისტრატორის თანამდებობაზე.

გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კოსტავას 37/39
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად


ძირითადი მოვალეობები:

** ERP-პროგრამის დანერგვაში მონაწილეობა და მხარდაჭერა:
** უშუალო ხელმძღვანელთან ერთად შიდა მომხმარებლების ინიციატივების შეფასება და ბიზნესმიზნების ERP-სისტემის ფუნქციონალთან შესაბამისობაში მოყვანა, ტექნიკური დავალებების დამუშავება;
** შიდა მომხმარებლებისთვის დახმარების გაწევა მიმდინარე ბიზნესპროცესების ERP-სისტემაში სწორად ასახვისა და ტექნიკური დამუშავების მიზნით;
** მომხმარებლის მოთხოვნებთან შესაბამისობის მონიტორინგი;
** სისტემის კონფიგურაციის, პერსონალიზაციისა და ტესტირების ფაზებში აქტიური მონაწილეობა;
** კოორდინაციის შენარჩუნება და მართვა ვენდორსა და შიდა მომხმარებლებს შორის.

სისტემის კონფიგურაცია და ტესტირება:

** 1C ERP-მოდულების კონფიგურაციის ზედამხედველობა ბიზნესმოთხოვნებისა და სამუშაო პროცესების შესაბამისად;
** სისტემის სიზუსტის, საიმედოობისა და ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად ტესტირების პროცედურების მართვა მის ექსპლუატაციაში გაშვებამდე.

მონაცემთა მიგრაციისა და ვალიდაციის მართვა/უზრუნველყოფა:

** მონაცემთა მიგრაციის პროცესის მართვა ძველი სისტემებიდან 1C ERP-ში მონაცემთა სიზუსტისა და მთლიანობის უზრუნველყოფით;
** მონაცემთა ვალიდაციის პროცესების დანერგვა მონაცემთა სიზუსტისა და მასზე დაფუძნებული სწორი გადაწყვეტილებების მიღების მხარდასაჭერად.

მომხმარებლის მხარდაჭერა:

** მომხმარებლებისთვის ტექნიკური მხარდაჭერა, პრობლემების აღმოფხვრა, საჭიროების შემთხვევაში ვენდორთან ტექნიკური დავალების ინიიცირება და შესრულების კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი) ინფორმაციული ტექნოლოგიების ან მომიჯნავე სფეროში;
** სულ მცირე, 2-წლიანი რელევანტური სამუშაო გამოცდილება ERP-სისტემებთან (სასურველია 1C ERP);
** საოფისე პროგრამების (MS Office) კარგად ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პრობლემების იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი;
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი.

კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

** ტესტირება - პროფესიული ცოდნა და ზოგადი უნარები;
** გასაუბრება - ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@anagi.ge, 2025 წლის 30 ივნისის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურის (Subject) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: „1C ERP-ადმინისტრატორი“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი შესაძლოა არ განიხილონ.

გისურვებთ წარმატებას!


დაინტერესებული ხართ ჩვენთან მუშაობით?

მიამაგრეთ ფაილი