სიახლეები

28/11/2023

„ანაგს“, „საქართველოს ბანკსა“ და „ბიოგრაფ ლივინგს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

28 ნოემბერს სამშენებლო კომპანია „ანაგმა“ დეველოპერულ კომპანია „ბიოგრაფ ლივინგთან“ და „საქართველოს ბანკთან“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. თანამშრომლეობის ფარგლებში „ანაგი“ ქ. თბილისში, ვაჟა-ფშაველას №25-ში, მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს ააშენებს. პროექტი „საქართველოს ბანკის“ მიერ არის დაფინანსებული.

„კომპანია „ბიოგრაფ ლივინგთან“ ჩვენი თანამშრომლობა პროექტ „საკენის“ ფარგლებში ჩვენთვის ძალიან საინტერესოა. აღნიშნული პროექტი გამოირჩევა მრავალფეროვანი არქიტექტურული ფორმებით და შენობის სიმაღლესთან ერთად ქმნის რთულ კონსტრუქციულ სქემას, რომელიც სამშენებლო თვალსაზრისით ერთგვარი გამოწვევაა. ამისათვის ჩვენი კომპანია სრულად მზად არის,“ - განაცხადა ირაკლი გოგოლიშვილმა, სამშენებლო კომპანია ,,ანაგის“ გენერალურმა დირექტორმა.

სხვა სიახლეები

/ კონტაქტი

თბილისი

კოსტავას ქუჩა 37/39, თბილისი, საქართველო, 0179
ტელ: +995 (32) 224 12 11 ელ.ფოსტა: info@anagi.ge

ბათუმი

ფიროსმანის ქუჩა 1ა, ბათუმი, საქართველო, 6009
ტელ: +995 (422) 27 41 39 ელ.ფოსტა: office@anagi.ge