სერვისები

საშენი მასალების საწარმო


შპს "ლუგო" უახლესი ტიპის ბეტონის მწარმოებელ ქარხანას ოპერირებს, რომელიც თანამედროვე მშენებლობისთვის საჭირო ნებისმიერი კლასის ბეტონის პროდუქციის წარმოებას უზრუნველყოფს. ქარხანა მოიცავს შემდეგი სახის საწარმოო ცეხებს, ლაბორატორიებსა და ტექნოლოგიურ მოწყობილობებს:

• უახლესი ტიპის "ELKON"-ის ფირმის სტაციონარული ბეტონის კვანძი, წარმადობით 120 მ3/საათში; 
• თანამედროვე როტორული ქვის სამტვრევი ქარხანა, წარმადობით 100 მ3/საათში; 
• მძიმე ტვირთების ელექტრონული სასწორი; 
• საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებით სერტიფიცირებული ლაბორატორია, აღჭურვილი იტალიაში წარმოებული წნეხით და შემოწმების პროცესისთვის საჭირო ყველა ხელსაწყოთი. 


შპს "ლუგო"
მისამართი: ფრიდონ ხალვაშის გამზირი 258, 6009, ბათუმი, საქართველო

საკონტაქტო პირი: ტექნიკური დირექტორი, ჯამბულ შალიკაძე: მობ. (995) 577 299 165