პროექტის აღწერა
შენობა დაგეგმარებულია სრული კარკასული სქემით, რომლის რკინაბეტონის და ლითონის მზიდი კარკასი უნდა მოეწყოს მარტივი, ფირფიტოვანი და ღეროვანი ელემენტებით. დასამუშავებელია ქვაბული, რომლის ფერდოების გამაგრება უნდა შესრულდეს ლითონის შპუნტებით.
საძირკვლები – მოსაწყობია ნაბურღ-ნატენი ხიმინჯები, დიამეტრით 900 მმ, რომლებზეც უნდა დაეფუძნოს მონოლითური რკინაბეტონის ფილა.