პროექტი

ისთ ფოინთი, თბილისი

დასრულებული

დამკვეთი:შპს “სი-ბი-დი დეველოპმენტი”

დაწყების თარიღი:მაისი 2013
დასრულების თარიღი:სექტემბერი 2015
სამშენებლო ფართი: 100000 m2

პროექტის აღწერა


სავაჭრო კომპლექსი შედგება 4 დამოუკიდებელი ბლოკისაგან. ბლოკების თითოეული შენობა დაგეგმარებულია სრული კარკასული სქემით, რომლების რკინაბეტონის და ლითონის მზიდი კონსტრუქციები მოწყობილი მარტივი, ბრტყელი ფირფიტოვანი და სწორი ღეროვანი ელემენტებით.

ნაწილი ფასადებისა მოპირკეთებილია აგურით, შემოსილია "ალუკობონდ"-ის საფასადე მოსაპირკეთებელი ფილოვანი სისტემებით და ხის პერგოლებით. შენობების სახურავის ნაწილი ბრტყელია, დათბუნებულია რბილი რულონური მასალით, მოპირკეთებულია კერამიკული ფილებით, შენობების სახურავის ნაწილი ქანობიანია, ტრაპეციული ლითონის ფერმებისაგან მალით 36 მ, გადახურული ლითონის სენდვიჩ-პანელებისაგან ლითონის გრძივებზე.

ბლოკების შენობებს შორის მოწყობილია გადასასვლელი ხიდები მონოლითური რკინა ბეტონის და ლითონის კონსტრუქციებისაგან. შენობებში დამონტაჟებულია ლიფტები და ექსკალატორები. კომპლექსის გარე ტერიტორია მოპირკეთებულია ბუნებრივი ტერაკოტას ქვებით, შიდა გზებზე მოწყობილია ასფალტის საფარი, სანიაღვრე არხები, ბორდიურები.

საძირკვლები – მონოლითური რკინაბეტონის წერტილოვანი, რანდკოჭების შეკვრით, აგრეთვე მონოლითური რკინაბეტონის ფილები.
კედლები – ბეტონის მცირე საკედლე ბლოკები, ლითონის სენდვიჩ-პანელები.
კარ-ფანჯრები და ვიტრაჟები – ალუმინის პროფილები, ორმაგი მინაპაკეტები.