პროექტის აღწერა
შენობა კარკასული სქემით წარმოადგენს მონოლითური რკბეტონის კონსტრუქციებისა და ქარხნული წესით დამზადებული ასაწყობი ლითონკონსტრუქციის, ე.წ. "კისლოვოდსკი"-ს ერთობლივ ნაგებობას. შენობის რკინაბეტონის მზიდი კონსტრუქციები მოწყობილია ფირფიტოვანი და ღეროვანი ელემენტებით. ფასადის კედლები შემოსილია "ალუკობონდ"-ის საფასადე მოსაპირკეთებელი ფილოვანი სისტემებით. გარე ტერიტორიაზე დაეგო ბეტონის ფილები, მოეწყო ბორდიურები.
საძირკვლები – მონოლითური რკინაბეტონის, წერტილოვანი, რანდკოჭების შეკვრით.
კედლები – ბეტონის მცირე საკედლე ბლოკები, ლითონის სენდვიჩ-პანელები.
კარ-ფანჯრები და ვიტრაჟები – ალუმინის პროფილები, ორმაგი მინაპაკეტები.