პროექტის აღწერა
შენობა კარკასული სქემით წარმოადგენს მონოლითური რკინაბეტონის კონსტრუქციებისა და ქარხნული წესით დამზადებული ასაწყობი ლითონკონსტრუქციის, ე.წ. "ორსკი"-ს მალით 24 მ, ერთობლივ ნაგებობას. შენობის რკინაბეტონის მზიდი კონსტრუქციები მოწყობილია ფირფიტოვანი და ღეროვანი ელემენტებით. მთავარი ფასადის კედლები შემოსილია "ალუკობონდი"-ს საფასადე მოსაპირკეთებელი პერფორირებული ფილოვანი სისტემებით.
საძირკვლები – მონოლითური რკინაბეტონის ფილა.
შიდა კედლები – ბეტონის მცირე საკედლე ბლოკები.
ფასადის კედლები – ლითონის სენდვიჩ-პანელები.
კარ-ფანჯრები და ვიტრაჟები – ალუმინის პროფილები, ორმაგი მინაპაკეტები.