პროექტი

თბილისი გარდენსი (III თაუერი), თბილისი

მიმდინარე

დამკვეთი:შპს „ბიდი ფროფერთი“

დაწყების თარიღი:ნოემბერი 2023
დასრულების თარიღი:ივლისი 2025
ფუნქციური დანიშნულება: მრავალფუნქციური საცხოვრებელი სახლი
მის.: ქ. თბილისი, მიხეილ ასათიანის ქ. № 6
არქიტექტურული პროექტის ავტორი: MYS Architects

მრავალწლიანი ხეებით გაშენებულ 21 000 კვ.მ-ზე გაშლილ პარკში მდებარე „თბილისი გარდენსის“ მესამე თაუერი 31-სართულიანი ნაგებობაა. მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის არქიტექტურული პროექტი ებრაულ კომპანია MYS Architects-ს ეკუთვნის.

კომპლექსის პირველ იდენტურად ტალღისებრი ფასადების მქონე ორ შენობას შორის განთავსებული „B3“ ბლოკი ფასადების სწორხაზოვანი გეომეტრიით გამოირჩევა, მაგრამ, ამავდროულად, იმეორებს საერთო დიზაინის იდეას − კუთხეები მომრგვალებული აქვს და თეთრი მოაჯირები შენობის პერიმეტრს უწყვეტად არტყამენ წრეს.

შენობას აქვს არაერთი საინტერესო და ქართული დეველოპერული სექტორისთვის არაორდინალური გადაწყვეტა −კონდიცირებისა და ბოილერებისთვის საჭირო ტექნიკური სათავსები ერთადაა თავმოყრილი, რათა ფასადები არ გადაიტვირთოს, საინჟინრო შახტები ბინების გარეთ მდებარეობს, რაც მეტ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, სართულებშუა ფილების კონსტრუქცია ფარული რიგელებითაა ნაშენები, რაც თავისუფალი სივრცის გეგმარების შესაძლებლობას იძლევა.

ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესასრულებელი სამუშაო:

• შენობის კონსტრუქციების მშენებლობა;
• მიწისქვეშა კედლების საიზოლაციო სამუშაოები.