ფუნქციური დანიშნულება: მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი
მის.: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. № 25
„საკენი“ ვაჟა-ფშაველას გამზირზე, მეტროსადგურ სამედიცინო უნივერსიტეტიდან 450 მეტრის დაშორებით, რესპუბლიკური საავადმყოფოსა და მისი უზარმაზარი გამწვანებული ეზოს გვერდით მდებარეობს. 38-სართულიან 2 000 კვ.მ-ის გამწვანებული ეზოს მქონე მრავალფუნქციურ კომპლექსს სამი ძირითადი დანიშნულება აქვს: კომერციული, საოფისე და საცხოვრებელი.
ნაგებობის ქვედა ვიტრაჟებიანი ნაწილი იმეორებს ვაჟა-ფშაველას გამზირზე 8-სართულიანი შენობების პანორამას, ე.წ. „სქაილაინს“, გეგმარების თვალსაზრისით არ სცდება იმ არეალის განაშენიანების მასშტაბს და, შესაბამისად, ჰარმონიულად ერწყმის არსებულ ურბანულ ქსოვილს. ზემოხსენებული სწორხაზოვანი გეომეტრიისა და თეთრი საფასადო პანელების მქონე სავაჭრო/საოფისე ზონის პიედესტალიდან აღმართულია მომრგვალებულკუთხეებიანი ხის ფაქტურით მოპირკეთებული მრავალბინიანი საცხოვრებელი ბლოკის მაღალი ნაწილი.
კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსებულია უამრავი პირველადი საჭიროების ისეთი სერვისები, როგორებიცაა: სუპერმარკეტი, აფთიაქი, ბანკი, ესთეტიკური ცენტრები, კაფე-რესტორნები, საერთო სამუშაო, ე. წ. „ქოვორქინგის“, სივრცეები და ა.შ. ამცირებს მანქანაზე დამოკიდებულებას და მდგრადი განვითარების პრინციპების შესაბამისად აუჯობესებს ცხოვრების ხარისხს. „საკენში“ ასევე დიდი ყურადღება ეთმობა ჯანსაღი ცხოვრებისათვის განკუთვნილ სივრცეს, ამიტომ ტერიტორიის შიგნით მოწყობილია 25-მეტრიანი საცურაო აუზი, სპაცენტრი, ჩოგბურთის მინიკორტი და ფიტნესდარბაზი.
ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესასრულებელი სამუშაო:
• შენობის კონსტრუქციების მშენებლობა;
• მიწისქვეშა კედლების საიზოლაციო სამუშაოები.
საკენი, თბილისი
მიმდინარე
დამკვეთი:ბიოგრაფი
დაწყების თარიღი:ნოემბერი 2023
დასრულების თარიღი:მარტი 2026
დასრულებული
სქაილაინ რეზიდენსი, თბილისი
დაწყების თარიღი:დეკემბერი 2015 /
დასრულების თარიღი:ივლისი 2017
დამკვეთი:სს „m² უძრავი ქონება“
სამშენებლო ფართი:7300 m2
დასრულებული
მრავალფუნქციური კომპლექსი ჭავჭავაძის 30, თბილისი
დაწყების თარიღი:ნოემბერი 2016 /
დასრულების თარიღი:ოქტომბერი 2020