ფუნქციური დანიშნულება: საცხოვრებელი უბანი
მისამართი: ქ. თბილისი, გ. დანელიას ქუჩა
„თბილისის აკრები“ მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის სრულიად ახალი კონცეფციაა, რომელიც მაცხოვრებლებს სთავაზობს საცხოვრებელ ტერიტორიასა და ქალაქის ყველა საზოგადოებრივ სივრცეს ერთ უბანში. ახალი დასახლება გამოირჩევა დაბალი განაშენიანებით, მაღალი გამწვანების კოეფიციენტითა და ქუჩებში ინტეგრირებული ველობილიკებით, რომლებიც გარშემორტყმულია ხელშეუხებელი ტყითა და ბუნებრივი ლანდშაფტით.
არქიტექტურული კონცეფცია იმეორებს ადგილობრივი ლანდშაფტის კლაკნილ ფორმებს; შენობათა განთავსება გორაკის მიხრილ-მოხრილ ზედაპირებს მიუყვება. ფერდობზე რკალურად განფენილი ნაგებობები უზარმაზარ გამწვანებულ ტერიტორიებს შორის არის ჩაფლული და დაგვირგვინებულია ცენტრალური მოედნით. თანამედროვე არქიტექტურისთვის დამახასიათებელი მინის დიდი ვიტრაჟები აქრობს ზღვარს ბუნებასა და სახლებს შორის, ხოლო ხისა და ქვის ბუნებრივი მასალებითა და მიწის თბილი ტონებით საცხოვრებელი და გარე სივრცე კიდევ უფრო ორგანულად ერწყმის ერთმანეთს. არქიტექტურულად მომხიბვლელი ნაგებობები მოპირკეთებულია მაღალხარისხიანი საფასადე სისტემებითა და ზედაპირებით.
თბილისის აკრები
მიმდინარე
დამკვეთი:შპს „ანაგი ქოლაბი“
დაწყების თარიღი:ივნისი 2025
დასრულების თარიღი:იანვარი 2028
დასრულებული
კოტეჯი #1, შეკვეთილი
დაწყების თარიღი:დეკემბერი 2009 /
დასრულების თარიღი:ნოემბერი 2010
დამკვეთი:ი/მ „ვლადიმერ ძიგუა“
სამშენებლო ფართი:400 m2
დასრულებული
ვილა, წყნეთი
დაწყების თარიღი:აგვისტო 2017 /
დასრულების თარიღი:აპრილი 2019
დამკვეთი:ფიზიკური პირი
სამშენებლო ფართი:1850 m2
დასრულებული
ვილა, ქობულეთი
დაწყების თარიღი:იანვარი 2006 /
დასრულების თარიღი:სექტემბერი 2006
დამკვეთი:ფიზიკური პირი
სამშენებლო ფართი:620 m2
დასრულებული
ვილა ამბასადორი, კაჭრეთი
დაწყების თარიღი:ივლისი 2019 /
დასრულების თარიღი:დეკემბერი 2021