ფუნქციური დანიშნულება: საცხოვრებელი უბანი
მის.: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი № 1
არქიტექტურული პროექტის ავტორი: ZGF
„m³ საბურთალო“ რიგით მეხუთე პროექტია, რომელიც სამშენებლო კომპანია „ანაგმა“ დეველოპერულ კომპანია „m²-ის“ დაკვეთით ააშენა. ახალი, ინოვაციური უბანი 11.5 ჰექტარ ტერიტორიაზეა გაშლილი.
გამწვანებული ცენტრალური პარკის გარშემო ბულვარი, ველო და საფეხმავლო ბილიკები დაკავშირებულია პასიური და აქტიური დასვენების ზონებთან, ასევე გასართობ, საგანმანათლებლო და საერთო სამუშაო სივრცეებთან. ტერიტორიაზე მდებარეობს კვების ობიექტები, მაღაზიები, საცურაო აუზი, ფიტნესცენტრი და ცხოვრების მაღალი ხარისხისთვის საჭირო პირველადი აუცილებლობის სხვა ობიექტები.
შენობების ფასადები მოპირკეთებულია უნიკალური დიზაინის მქონე პერფორირებული მოაჯირებით, ფასადები ძირითად სამ ფაქტურასა და ფერშია გადაწყვეტილი, მთლიანი კომპლექსი კი სადა ესთეტიკით გამოირჩევა.
შესრულებელი სამუშაო:
№ IV კორპუსი
• ბლოკის წყობის სამუშაოები;
• სახურავის საიზოლაციო სამუშაოები;
• საინჟინრო ქსელების სამონტაჟო სამუშაოები;
• ფასადის მოსაპირკეთებელი სამუშაოები;
• საერთო სარგებლობის ფართების მოსაპირკეთებელი სამუშაოები;
• 144 ბინის მოსაპირკეთებელი სამუშაოები (ე.წ. „გასაღებქვეშ“);
• ტერიტორიის კეთილმოწყობა.
№№ V, VI, VII, VIII, IX და X კორპუსები
• შენობების კონსტრუქციების მშენებლობა;
• მიწისქვეშა კედლების საიზოლაციო სამუშაოები;
• ბლოკის წყობის სამუშაოები;
• სახურავის საიზოლაციო სამუშაოები;
• საინჟინრო ქსელების სამონტაჟო სამუშაოები;
• ფასადის მოსაპირკეთებელი სამუშაოები;
• საერთო სარგებლობის ფართების მოსაპირკეთებელი სამუშაოები;
• 987 ბინის მოსაპირკეთებელი სამუშაოები (თეთრი კარკასი);
• 420 ბინის მოსაპირკეთებელი სამუშაოები (ე.წ. „გასაღებქვეშ“);
• ტერიტორიის კეთილმოწყობა.
m³ საბურთალო, თბილისი
დასრულებული
დაწყების თარიღი:ოქტომბერი 2021
დასრულების თარიღი:თებერვალი 2025
სამშენებლო ფართი: 193500 m2
დასრულებული

სქაილაინ რეზიდენსი, თბილისი
დაწყების თარიღი:დეკემბერი 2015 /
დასრულების თარიღი:ივლისი 2017
დამკვეთი:სს „m² უძრავი ქონება“
სამშენებლო ფართი:7300 m2
დასრულებული

მრავალფუნქციური კომპლექსი ჭავჭავაძის 30, თბილისი
დაწყების თარიღი:ნოემბერი 2016 /
დასრულების თარიღი:ოქტომბერი 2020