პროექტი

სკეიტპარკი, ბათუმი

დასრულებული

დამკვეთი:სსიპ „ბათუმის ბულვარი“

დაწყების თარიღი:იანვარი 2023
დასრულების თარიღი:მაისი 2024
ფუნქციური დანიშნულება: სპორტული მოედანი
მის.: ქ. ბათუმი, ახალი ბულვარი

საპროექტო ტერიტორია ლეხ და მარია კაჩინსკის ქუჩისა და ზღვის სანაპირო ზოლის გასწვრივ, ბათუმის ახალ ბულვარში, მდებარეობს. კვადრატული ფორმის სივრცეს შუაში საფეხმავლო ბილიკი კვეთს, სადაც გამწვანებული გვირაბები და ტრიბუნებია მოწყობილი. რელიეფს მორგებულ ტალღისებრ ფორმებში განთავსებულია დამხმარე სათავსები, სველი წერტილები და მოსაცდელები.

გამოყოფილი ბილიკიდან ზღვის მხარეს სკეიტპარკი მდებარეობს, ხოლო ბილიკის ღერძიდან სარკისებურად იდენტური გარშემოწერილობის ტერიტორიაზე − სხვადასხვა სირთულის რელიეფური ველობილიკები.