პროექტი

სასტუმრო ჰილტონი, ბათუმი

დასრულებული

დამკვეთი:„მეის ინტერნეიშენალ ოვერსიზ ლიმიტედ“

დაწყების თარიღი:იანვარი 2013
დასრულების თარიღი:იანვარი 2015
ნომრების რაოდენობა: 247
ფუნქციური დანიშნულება: სასტუმრო და საცხოვრებელი კომპლექსი
მის.: ქ. ბათუმი, რუსთაველის გამზირი №40

ბათუმის „ჰილტონი“ შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს, ულამაზესი ზღვისპირა ბულვარის გასწვრივ. კომპლექსი მოიცავს 75000 კვ.მ ფართობზე გადანაწილებულ 247 მდიდრულ სასტუმრო ოთახსა და 20-სართულიან საცხოვრებელ ბლოკს, რომელშიც 114 ფეშენებელური ბინაა განთავსებული.

სასტუმროს, საცხოვრებელ ნაგებობებსა და კომპლექსის ქვედა სართულებზე არსებულ სავაჭრო და ბიზნესობიექტებს ზღვისკენ მიმართული მკაცრი, წახნაგოვანი გეომეტრიული ფორმები აქვს, რომლებსაც ფერადი, არეულად განლაგებული აივნები და სახურავზე იალქნის ფორმით შთაგონებული სხვადასხვა დახრის კუთხის მქონე მაღალი ვიტრაჟები სიმსუბუქეს ანიჭებს და კომპოზიციურად საზღვაო კურორტის იერსახეს აძლევს.

კომპლექსი ასევე მოიცავს ელეგანტურ ბარს, კაზინოს, სპას, საუნას, დახურულ აუზს, ფიტნეს- და ბიზნესცენტრებს, ასევე სივრცეებს სხვადასხვა აქტივობებისათვის.

შესრულებელი სამუშაო:

• შენობების კონსტრუქციების მშენებლობა;
• მიწისქვეშა კედლების საიზოლაციო სამუშაოები.