პროექტი

ეპიგრაფი, თბილისი

დასრულებული

დამკვეთი:შპს „სამი ჯგუფი“

დაწყების თარიღი:მარტი 2020
დასრულების თარიღი:აგვისტო 2022
სამშენებლო ფართი: 2200 m2
ნომრების რაოდენობა: 31
შენობის ფუნქციური დანიშნულება: სასტუმრო
მისამართი: ქ. თბილისი, რ. თაბუკაშვილის ქუჩა №38ა

შენობა, რომელშიც ამჟამად 31 - ნომრიანი სასტუმრო „ეპიგრაფია“ განთავსებული, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი. იგი აგებულია XX საუკუნის დასაწყისში. თავდაპირველად ის 2 - სართულიანი ნაგებობა იყო სარდაფით.

არქიტექტურული ინტერვენციის შედეგად შენობას სრულად შეუნარჩუნდა ქუჩისპირა ისტორიული ფასადი და გამაგრდა ძირითადი კონსტრუქცია. ამასთან, მას დასავლეთის მხრიდან მიაშენეს თანამედროვე სტილის ნაგებობა, გარდა ამისა, დაემატა ორი სართულიც.

სამშენებლო კომპანია „ანაგმა“ შეასრულა შენობის მონოლითური რკინაბეტონის კონსტრუქციების სამშენებლო და გასამაგრებელი, ასევე ფასადის, ინტერიერის, სასტუმროს ნომრების მოსაპირკეთებელი და საინჟინრო ქსელების გაყვანის სამუშაოები.