ფუნქციური დანიშნულება: საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი
მის.: ქ. თბილისი, თავისუფლების მოედ №2
არქიტექტურული პროექტის ავტორი: ალექსანდრე ოზოროვი, პაულ შტერნი
დახვეწილი ფასადებისა და საკმაოდ რთული გეგმარების მქონე შენობა ქალაქ თბილისის ისტორიულ უბანში, თავისუფლების მოედნის № 2-ში, გალაქტიონ ტაბიძისა და შალვა დადიანის ქუჩებს შორის, მდებარეობს. მისი გეგმარება თბილისში მოღვაწე რუს არქიტექტორს, ალექსანდრე ოზოროვს, ეკუთვნის, ფასადების ავტორი კი გერმანელი არქიტექტორი პაულ შტერნია. შენობა არაერთხელ გადააკეთეს XIX ს-ში, ხოლო საბოლოო სახე მან 1912 წელს მიიღო. მას მერე ნაგებობამ დღემდე უცვლელი სახით მოაღწია, თუ არ ჩავთვლით ბოლო წლებში ჩატარებულ მცირე სარესტავრაციო სამუშაოებს.
ორსართულიან ნაგებობას აქვს XIX ს-ის შუა ხანებისათვის დამახასიათებელი კლასიცისტური ფასადი ფსევდომავრიტანული ელემენტებითა და კარ-სარკმელთა ღიობების განაწილების პროპორციული წყობით. შენობა მცირედ შემაღლებულ ცოკოლზე დგას. მისი ფასადის შუა ღერძზე აღმართულია კოშკურა, რომელიც დასრულებულია შპილითა და შეისრული ფორმის ფრონტონით, მის შუაგულში კი წრიული ფორმის საათია ჩასმული. ნაგებობა დაფერილია ღია ვარდისფერი და თეთრი ფერის ზოლებით.
6700 კვ.მ-ის მქონე ნაგებობის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2012 წელს დაიწყო და ორ წელიწადში დასრულდა. მნიშვნელოვნად დაზიანებული კონსტრუქციები მთლიანად შეიცვალა, მოეწყო შიდა ეზოს ალუმინის გუმბათოვანი ახალი გადახურვა, რესტავრაცია ჩაუტარდა ასევე ფასადებს, სხდომათა დარბაზს, ავეჯსა და ჭაღებს.
საკრებულოს შენობის რეაბილიტაცია, თბილისი
დასრულებული
დაწყების თარიღი:ივნისი 2012
დასრულების თარიღი:ოქტომბერი 2014
სამშენებლო ფართი: 6700 m2
დასრულებული
ისთ ფოინთი, თბილისი
დაწყების თარიღი:მაისი 2013 /
დასრულების თარიღი:სექტემბერი 2015
დამკვეთი:შპს „სიბიდი დეველოპმენტი“
სამშენებლო ფართი:100000 m2
დასრულებული
საერთაშორისო აეროპორტი, ქუთაისი
დაწყების თარიღი:აგვისტო 2017 /
დასრულების თარიღი:აპრილი 2021
დამკვეთი:შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“
სამშენებლო ფართი:22000 m2
დასრულებული
სპორტული კომპლექსი, ბათუმი
დაწყების თარიღი:დეკემბერი 2016 /
დასრულების თარიღი:ივნისი 2018
დამკვეთი:კს „ბელენ ინდასთრიზ“
ტევადობა:3000 მაყურებელი
დასრულებული
აჭარაბეთ არენა, ბათუმი
დაწყების თარიღი:იანვარი 2018 /
დასრულების თარიღი:მაისი 2021