ფუნქციური დანიშნულება: სასწავლო დაწესებულება
მისამართი: ქ. ბათუმი, ვ. მაიაკოვსკის ქუჩა №3
არქიტექტურული პროექტის ავტორი: გრიგოლ გარუჩავა
თანამედროვე არქიტექტურული სტილის ნაგებობის ძირითადი ნაწილი სწორხაზოვანი ფორმისაა და ღია ტონალობაშია შესრულებული. მას ფასადის სიბრტყიდან კონსოლურად გამოწეული აქვს ხის ფაქტურით მოპირკეთებული, ასიმეტრიულად გადანაწილებული მცირე არქიტექტურული ფორმები, ხოლო არქიტექტურულ-მხატვრულ კომპოზიციას ასრულებს კონტრასტული ფერის პორტიკი, კიბის უჯრედი და ფასადის სხვა მოცულობითი ელემენტები.
სასწავლო კორპუსი სამსართულიანია და გათვლილია 1 000 მოსწავლეზე. სკოლას აქვს სპორტული ბლოკი, რომლის დარბაზი 146 მაყურებელზეა გათვლილი, სააქტო დარბაზი კი 296 - ადამიანს იტევს. სკოლა სრულიად ადაპტირებულია შშმ პირებისათვის. მაქსიმალურად გათვალისწინებულია რეკრეაციული სივრცეები და სახანძრო უსაფრთხოების ნორმები.
შესრულებული სამუშაო:
• შენობის კონსტრუქციების მშენებლობა;
• მიწისქვეშა კედლების საიზოლაციო სამუშაოები;
• ბლოკის წყობის სამუშაოები;
• სახურავის საიზოლაციო სამუშაოები;
• საინჟინრო ქსელების სამონტაჟო სამუშაოები;
• ფასადის მოსაპირკეთებელი სამუშაოები;
• საერთო სარგებლობის ფართების მოსაპირკეთებელი სამუშაოები;
• ტერიტორიის კეთილმოწყობა.
საჯარო სკოლა №16, ბათუმი
დასრულებული
დამკვეთი:აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
დაწყების თარიღი:დეკემბერი 2022
დასრულების თარიღი:ოქტომბერი 2024
სამშენებლო ფართი: 9400 m2
დასრულებული
ისთ ფოინთი, თბილისი
დაწყების თარიღი:მაისი 2013 /
დასრულების თარიღი:სექტემბერი 2015
დამკვეთი:შპს „სიბიდი დეველოპმენტი“
სამშენებლო ფართი:100000 m2
დასრულებული
საერთაშორისო აეროპორტი, ქუთაისი
დაწყების თარიღი:აგვისტო 2017 /
დასრულების თარიღი:აპრილი 2021
დამკვეთი:შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“
სამშენებლო ფართი:22000 m2
დასრულებული
სპორტული კომპლექსი, ბათუმი
დაწყების თარიღი:დეკემბერი 2016 /
დასრულების თარიღი:ივნისი 2018
დამკვეთი:კს „ბელენ ინდასთრიზ“
ტევადობა:3000 მაყურებელი
დასრულებული
აჭარაბეთ არენა, ბათუმი
დაწყების თარიღი:იანვარი 2018 /
დასრულების თარიღი:მაისი 2021