პროექტი

მეტროპოლი ქავთარაძე, თბილისი

მიმდინარე

დამკვეთი:მეტროპოლი

დაწყების თარიღი:აგვისტო 2024
დასრულების თარიღი:დეკემბერი 2026
სამშენებლო ფართი: 50000 m2
ფუნქციური დანიშნულება: მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი
მისამართი: ქ. თბილისი, პ. ქავთარაძის ქუჩა №20ა

საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქ. თბილისში, პეტრე ქავთარაძის ქუჩა №14 გ-სა №14 დ-ში. „მეტროპოლ ქავთარაძის“ ორი 25-სართულიანი შენობა განსხვავებული დაგეგმარებისა და სხვადასხვა ფართის ბინებს აერთიანებს. მრავალფუნქციური კომპლექსის 1 ჰექტარ ტერიტორიაზე მოწყობილია საფეხბურთო მოედანი, გასართობი ზონა, საფეხმავლო ბილიკი, ღია და დახურული სივრცეები, მოსასვენებელი პავილიონი, საბავშვო ბაღი და ა.შ.

ორივე საცხოვრებელ ბლოკს აქვს კარკასული სისტემის ხიმინჯოვანი საძირკველი. ფასადისთვის გამოყენებულია მაღალი ხარისხის სალესავი/საღებავი მასალა, ხის ფაქტურიანი ალუკაბონდი, კერამიკული ფილა ტრავენტინის ფაქტურით და ალუმინის პროფილები.

ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესასრულებელი სამუშაო:

• შენობების კონსტრუქციების მშენებლობა;
• მიწისქვეშა კედლების საიზოლაციო სამუშაოები;
• ბლოკის წყობის სამუშაოები;
• სახურავის საიზოლაციო სამუშაოები;
• ფასადის მოსაპირკეთებელი სამუშაოები;
• საერთო სარგებლობის ფართების მოსაპირკეთებელი სამუშაოები.