პროექტი

მაკდონალდსი საბურთალოზე, თბილისი

დასრულებული

დამკვეთი:შპს „თ&კ რესტორნები“

დაწყების თარიღი:ივლისი 2007
დასრულების თარიღი:აპრილი 2008
სამშენებლო ფართი: 1150 m2
ფუნქციური დანიშნულება: რესტორანი
მის.: ქ. თბილისი, მერაბ კოსტავას გამზირი

ეს თანამედროვე არქიტექტურული ნაგებობა ქ. თბილისში, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მერაბ კოსტავას ქ. 9 ნომერში, მდებარეობს. 750 კვ.მ საპროექტო ტერიტორიაზე განთავსებული 30.5×15.1 გაბარიტული ზომებისა და სწორხაზოვანი გეომეტრიული ფორმის მქონე ორსართულიანი შენობა მთლიანად 1 150 კვ.მ-ს იკავებს.

ფასადის ფერები და მასალები ერთმანეთს დინამიკურად ერწყმის. შენობის ძირითადი ნაწილი შესრულებულია ღია მოყავისფრო-მოყვითალო ტონით, რომელსაც კერამიკული გრანიტის ნაცრისფერი საფასადო ფილების აქცენტები კონტრასტულად ენაცვლება.

„Schüco-ს“ მიერ წარმოებული დიდი ვიტრაჟებით ბუნებრივი შუქი ღრმად აღწევს შიდა სივრცეებში და ამავდროულად ტოვებს შთაბეჭდილებას, თითქოს ზედა მოცულობა კონსოლურად არის შეკიდებული, რითაც მიღწეულია შენობის სიმსუბუქე. მეორე სართულის ფანჯრები აღჭურვილია ლითონის დარაბებით, რომლებიც შენობას არა მხოლოდ ესთეტიკურ მიმზიდველობას მატებს, არამედ ფუნქციური მიზანიც აქვს – მზის შუქის რეგულირებით გაიზარდოს ენერგოეფექტურობა.