პროექტი

მატიანი, თბილისი

მიმდინარე

დამკვეთი:ბიოგრაფი

დაწყების თარიღი:ივნისი 2024
დასრულების თარიღი:ნოემბერი 2026
ფუნქციური დანიშნულება: მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი
მისამართი: თბილისი, ა. წერეთლის გამზირი № 45
არქიტექტურული პროექტის ავტორი: კოტე ურუშაძე

მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი „მატიანი“ თბილისის უძველეს უბანში, დიდუბეში, აკაკი წერეთლის № 45-ში მდებარეობს. 31-სართულიანი კომპლექსი შედგება სამი ძირითადი ნაწილისგან: საცხოვრებელი (312 აპარტამენტი), კომერციული და საოფისე ფართებისგან. თითოეულ მათგანს აქვს დამოუკიდებელი შესასვლელი და ლობი. საცხოვრებელი კომპლექსის შიდა ფართობში განთავსებულია მაღაზიები, კაფე-ბარები, ესთეტიკური და ფიტნესცენტრები, საცურაო აუზი, პადელის კორტი, ჰიპერმარკეტი, ტერასა ბავშვთა გასართობი სივრცით და სხვა.

კომპლექსის კომერციული ნაწილის (1-6 სართული) სწორკუთხოვან ფასადზე დამონტაჟებულია სხვადასდხვა ფერის დარაბები და მოპირკეთებულია იტალიური ტერაკოტით, ხოლო ზედა საცხოვრებელი სივრცის (7-31 სართული) მომრგვალებული აივნებისათვის გამოყენებულია ალუმინის კომპოზიტური მასალა, რომელიც მდგრადობასთან ერთად პროექტს გამორჩერულ იერსახეს მატებს.

ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესასრულებელი სამუშაო:

• შენობის კონსტრუქციების მშენებლობა;
• მიწისქვეშა კედლების საიზოლაციო სამუშაოები;
• ბლოკის წყობის სამუშაოები.