პროექტი

m² მთაწმინდის პარკთან, თბილისი

მიმდინარე

დამკვეთი:

დაწყების თარიღი:აგვისტო 2023
დასრულების თარიღი:დეკემბერი 2025
ფუნქციური დანიშნულება: საცხოვრებელი კომპლექსი
მის.: ქ. თბილისი, ინოვაციების ქუჩა №20, 22, 24, 26, 28, 30
არქიტექტურული პროექტის ავტორი: „ჰაუსარტი“

20 000 კვ.მ-ზე გადაშლილი საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც მთლიანად გამწვანებული გარემოშია განთავსებული, თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ინოვაციების ქუჩაზე მდებარეობს.

ენერგოეფექტურ ექვსივე ხუთსართულიან შენობას სხვადასხვა ტიპოლოგიის დაგეგმარება, განსხვავებული ექსტერიერები, დიდი ვერანდები და პანორამული ხედები აქვს. სწორხაზოვანი არქიტექტურისა და ბრტყელი გადახურვის მქონე ნაგებობები მიწის ნაკვეთზე სარკისებურადაა გადანაწილებული. ტერიტორიას მთელ პერიმეტრზე ირგვლივ სამანქანო გზა აკრავს, რითიც იქმნება შიდა ეზოს ერთიანი გამწვანებული სივრცე. აივნებზე დამონტაჟებულია თანამედროვე სტილის ნაგებობებისთვის დამახასიათებელი ასიმეტრიული დარაბები, ფასადები კი შემოსილია საფასადო პანელებითა და მაღალი ხარისხის მოსაპირკეთებელი მასალებით.

ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესასრულებელი სამუშაო:

• შენობების კონსტრუქციების მშენებლობა;
• მიწისქვეშა კედლების საიზოლაციო სამუშაოები.