ფუნქციური დანიშნულება: საცხოვრებელი კომპლექსი
მის.: ქ. თბილისი, ინოვაციების ქუჩა №20, 22, 24, 26, 28, 30
არქიტექტურული პროექტის ავტორი: „ჰაუსარტი“
20 000 კვ.მ-ზე გადაშლილი საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც მთლიანად გამწვანებული გარემოშია განთავსებული, თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ინოვაციების ქუჩაზე მდებარეობს.
ენერგოეფექტურ ექვსივე ხუთსართულიან შენობას სხვადასხვა ტიპოლოგიის დაგეგმარება, განსხვავებული ექსტერიერები, დიდი ვერანდები და პანორამული ხედები აქვს. სწორხაზოვანი არქიტექტურისა და ბრტყელი გადახურვის მქონე ნაგებობები მიწის ნაკვეთზე სარკისებურადაა გადანაწილებული. ტერიტორიას მთელ პერიმეტრზე ირგვლივ სამანქანო გზა აკრავს, რითიც იქმნება შიდა ეზოს ერთიანი გამწვანებული სივრცე. აივნებზე დამონტაჟებულია თანამედროვე სტილის ნაგებობებისთვის დამახასიათებელი ასიმეტრიული დარაბები, ფასადები კი შემოსილია საფასადო პანელებითა და მაღალი ხარისხის მოსაპირკეთებელი მასალებით.
ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესასრულებელი სამუშაო:
• შენობების კონსტრუქციების მშენებლობა;
• მიწისქვეშა კედლების საიზოლაციო სამუშაოები.
m² მთაწმინდის პარკთან, თბილისი
მიმდინარე
დაწყების თარიღი:აგვისტო 2023
დასრულების თარიღი:დეკემბერი 2025
დასრულებული
სქაილაინ რეზიდენსი, თბილისი
დაწყების თარიღი:დეკემბერი 2015 /
დასრულების თარიღი:ივლისი 2017
დამკვეთი:სს „m² უძრავი ქონება“
სამშენებლო ფართი:7300 m2
დასრულებული
მრავალფუნქციური კომპლექსი ჭავჭავაძის 30, თბილისი
დაწყების თარიღი:ნოემბერი 2016 /
დასრულების თარიღი:ოქტომბერი 2020