ფუნქციური დანიშნულება: საცხოვრებელი უბანი
მის.: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი №23
არქიტექტურული პროექტის ავტორი: ZGF
„m³ საბურთალო“ რიგით მეხუთე პროექტია, რომელსაც სამშენებლო კომპანია „ანაგი“ დეველოპერულ კომპანია „m²-ის“ დაკვეთით აშენებს. ახალი, ინოვაციური უბანი 11.5 ჰექტარ ტერიტორიაზეა გაშლილი.
გამწვანებული ცენტრალური პარკის გარშემო ბულვარი, ველო და საფეხმავლო ბილიკები დაკავშირებულია პასიური და აქტიური დასვენების ზონებთან, ასევე გასართობ, საგანმანათლებლო და საერთო სამუშაო სივრცეებთან. ტერიტორიაზე მდებარეობს კვების ობიექტები, მაღაზიები, საცურაო აუზი, ფიტნესცენტრი და ცხოვრების მაღალი ხარისხისთვის საჭირო პირველადი აუცილებლობის სხვა ობიექტები.
შენობების ფასადები მოპირკეთებულია უნიკალური დიზაინის მქონე პერფორირებული მოაჯირებით, ფასადები ძირითად სამ ფაქტურასა და ფერშია გადაწყვეტილი, მთლიანი კომპლექსი კი სადა ესთეტიკით გამოირჩევა.
ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესასრულებელი სამუშაო:
№ IV კორპუსი
• საინჟინრო ქსელების გაყვანა;
• ფასადის მოპირკეთება;
• ინტერიერის მოპირკეთება (თეთრი კარკასი);
№№ V; VI; VII; VIII; IX და X კორპუსები
• შენობების კონსტრუქციების მშენებლობა;
• ბლოკის წყობის სამუშაოები;
• საინჟინრო ქსელების გაყვანა;
• შენობების გადახურვა;
• ფასადის მოპირკეთება;
• ინტერიერის მოპირკეთება (თეთრი კარკასი).
m³ საბურთალო, თბილისი
მიმდინარე
დაწყების თარიღი:ოქტომბერი 2021
დასრულების თარიღი:ივნისი 2024
სამშენებლო ფართი: 193500 m2
დასრულებული

სქაილაინ რეზიდენსი, თბილისი
დაწყების თარიღი:დეკემბერი 2015 /
დასრულების თარიღი:ივლისი 2017
დამკვეთი:სს „m² უძრავი ქონება“
სამშენებლო ფართი:7300 m2
დასრულებული

მრავალფუნქციური კომპლექსი ჭავჭავაძის 30, თბილისი
დაწყების თარიღი:ნოემბერი 2016 /
დასრულების თარიღი:ოქტომბერი 2020