ფუნქციური დანიშნულება: სასტუმრო
მის.: ქ. ქობულეთი, აღმაშენებლის გამზირი №275
ჯორჯია პალასი და სპა ქობულეთი მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, საკურორტო ქალაქ ქობულეთში, ყოფილ სანატორიუმ „საქართველოს“ ტერიტორიაზე. სასტუმრო კომპლექსი გარშემორტყმულია 41 760 კვადრატულ მეტრზე გადაჭიმული ისტორიული ბაღებით, სადაც მრავალწლოვანი ხეები ხარობს, აქვე შეხვდებით ბამბუკის ხეივანსა და გამწვანებულ ბილიკებს.
ცენტრალური ღია აუზის ირგვლივ განლაგებული შენობის ექსტერიერი ნეოკლასიკური სტილითაა შესრულებული. ის მიწის ზევით შვიდსართულიანია და ლათინური „L-ის“ ფორმა აქვს. შენობის თბილ კრემისფერ ფასადს ასიმეტრიულად განლაგებული ელეგანტური დორიული სვეტები ამშვენებს, რომლებიც რიტმისა და ბალანსის განცდას იწვევს მნახველში და ჭადრაკის დაფის მსგავს კომპოზიციას ქმნის, ამასთან, კონსტრუქციულადაც ამაგრებს სასტუმრო ოთახების აივნებს.
შენობის ცენტრალური შესასვლელი შესრულებულია კლასიკური მოტივებით გაჯერებული მაღალჭერიანი მეზონინის მქონე წრიული ლობით, რომელიც ვერტიკალური საკომუნიკაციო საშუალებებითა და კორიდორული სისტემით სასტუმროს 157 ნომერს უკავშირდება.
კომპლექსის ინფრასტრუქტურა მოიცავს ჩოგბურთის, კალათბურთის, მინიგოლფისა და საბავშვო მოედნებს, ველობილიკს და სხვა სპორტული აქტივობების სივრცეებს. შენობაში არის საცურაო აუზი თბილი წყლით, საუნა, სპაცენტრი და ფინტესდარბაზი.
ჯორჯია პალასი, ქობულეთი
დასრულებული
დაწყების თარიღი:თებერვალი 2006
დასრულების თარიღი:ოქტომბერი 2008
ნომრების რაოდენობა: 157
მიმდინარე
თაბორი - სასტუმრო და გოლფ კლუბი, თბილისი
დაწყების თარიღი:ოქტომბერი 2017 /
დასრულების თარიღი:დეკემბერი 2024
დამკვეთი:შპს „თაბორი რიზორთსი“
დასრულებული
ეპიგრაფი, თბილისი
დაწყების თარიღი:მარტი 2020 /
დასრულების თარიღი:აგვისტო 2022