ფუნქციური დანიშნულება: მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი
მის.: ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი № 2/4
არქიტექტურული პროექტის ავტორი: Moshe Tzur Architects Int. LTD
გალერია თბილისი დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე, თავისუფლების მოედნის სიახლოვეს, ყოფილ უნივერმაღ „თბილისის“ ადგილას მდებარეობს და ნაწილობრივ იმეორებს უწინდელი შენობის ქუჩის მხრიდან აღსაქმელ მასშტაბს. შენობა ძველი უნივერმაღის მსგავსად ქუჩის ნიშნულიდან შემაღლებულია და საფეხურების მწკრივით საფეხმავლო ბილიკს მოხდენილად უკავშირდება. როგორც უწინ, ქვედა სართულები უფრო შეწეულია, ხოლო ზედა - დაკიდული. 2015-2017 წლებში განახლებული არქიტექტურული პროექტის (Moshe Tzur Architects Int. LTD, Tel Aviv, Israel) მიხედვით, ახალმა შენობამაც შეინარჩუნა პირდაპირი შიდა კავშირი მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანთან“ და ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის დრამატულ თეატრთან. განახლებული ნაგებობის გეომერტია დატეხილი, ასიმეტრიული და ზედა სართულებზე კასაკადურად შეწეულია. მისი თანამედროვე ფასადების ყრუ ნაწილებისათვის ღია ფერის არეკვლადი საღებავია გამოყენებული, რაც შენობას ჰაეროვნებასა და სიმსუბუქეს მატებს.
ინტერიერის ასიმეტრიულად დატეხილი აივნები, რომლებიც გარე პერიმეტრს ამრტყამს და ერთმანეთს ალაგ-ალაგ ხიდებით უკავშირდება, ქმნის ვერტიკალურად გახსნილ შიდა სივრცეს. ატრიუმით დაგვირგვინებული ინტერიერი ღია ფერის ხის მასალითაა შემოსილი, კედლები კი − თეთრად შეღებელი, რაც შიდა სივრცის აღქმის დიაპაზონს აფართოებს და სტუმარს ერთმანეთთან ესკალატორებით დაკავშირებული ზედა სართულებისკენ ეპატიჟება.
ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულებელი სამუშაო:
• ძველი შენობის დემონტაჟი;
• შენობის კონსტრუქციების მშენებლობა;
• ბლოკის წყობის სამუშაოები;
• საინჟინრო სამუშაოები;
• ფასადის მოსაპირკეთებელი სამუშაოები;
• ინტერიერის მოსაპირკეთებელი სამუშაოები;
• ტერიტორიის კეთილმოწყობა.