ფუნქციური დანიშნულება: საცხოვრებელი კომპლექსი
მისამართი: ქ. ზუგდიდი, ჯანაშიას ქუჩის მიმდებარედ
მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი მდებარეობს ქ. ზუგდიდში, რომელიც მოიცავს ვრცელ ტერიტორიას და გადაშლილია ბრტყელ რელიეფზე. კომპლექსის შენობები ოთხ რიგად და სამ წკრივად სიმეტრიულადაა განლაგებული, რაც სივრცით ორგანიზებას ქმნის. პარალელური სამანქანო გზები კომპლექსის მთავარ შესასვლელთანაა დაკავშირებული, ხოლო პერპენდიკულარულ მონაკვეთებში მოწყობილია გამწვანებული ზონები.
შვიდსართულიანი თორმეტი კორპუსისგან შემდგარი კომპლექსის ყველა ბინას აქვს აივანი, რომელიც ხელს შეუწყობს ბუნებრივი განათებისა და ჰაერის ცირკულაციის გაუმჯობესებას.
შენობების ფასადებს მარტივი გეომეტრიული ფორმები აქვს, რაც ე.წ. „ქალაქური ტიპის პროექტებისთვისაა“ დამახასიათებელი. აივნების დამაკავშირებელი არქიტექტურული ელემენტები დაფარულია შედარებით მუქი ბეჟი ტონალობით, რაც კონტრასტს ქმნის ძირითადი ფასადის ღია ფერებთან და კომპლექსს ვიზუალურ დახვეწილობას მატებს.
ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესასრულებელი სამუშაო:
• შენობების კონსტრუქციების მშენებლობა;
• მიწისქვეშა კედლების საიზოლაციო სამუშაოები;
• ბლოკის წყობის სამუშაოები;
• სახურავის საიზოლაციო სამუშაოები;
• საინჟინრო ქსელების სამონტაჟო სამუშაოები;
• ფასადის მოსაპირკეთებელი სამუშაოები;
• საერთო სარგებლობის ფართების მოსაპირკეთებელი სამუშაოები;
• 1760 ბინის მოსაპირკეთებელი სამუშაოები (ე.წ. „გასაღებქვეშ“).
დევნილთა საცხოვრებელი კომპლექსი, ზუგდიდი
მიმდინარე
დამკვეთი:სსიპ „დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო“
დაწყების თარიღი:აგვისტო 2024
დასრულების თარიღი:დეკემბერი 2027
დასრულებული
სქაილაინ რეზიდენსი, თბილისი
დაწყების თარიღი:დეკემბერი 2015 /
დასრულების თარიღი:ივლისი 2017
დამკვეთი:სს „m² უძრავი ქონება“
სამშენებლო ფართი:7300 m2
დასრულებული
მრავალფუნქციური კომპლექსი ჭავჭავაძის 30, თბილისი
დაწყების თარიღი:ნოემბერი 2016 /
დასრულების თარიღი:ოქტომბერი 2020