პროექტი

აჭარაბეთ არენა, ბათუმი

დასრულებული

დამკვეთი:შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანია“

დაწყების თარიღი:იანვარი 2018
დასრულების თარიღი:მაისი 2021
ტევადობა: 20000 მაყურებელი
შენობის ფუნქციური დანიშნულება: საფეხბურთო სტადიონი
მისამართი: ბათუმი, ლ. გუდიაშვილის ქუჩა №12
არქიტექტურული პროექტის ავტორი: Bahadir Kul Architects

ბათუმის საფეხბურთო სტადიონი დაპროექტებულია უეფა-ს IV კატეგორიის მოთხოვნათა შესაბამისად და გათვლილია 20 000 მაყურებელზე.

სტადიონის შენობის ფასადი, რომელიც მოწყობილია გერმანული კომპანია „Verseidag-ის“ მიერ წარმოებული არქიტექტურული მემბრანით, ქართული ეროვნული ცეკვა ხორუმის კონცეფციის მიხედვითაა აგებული.

განათებისათვის გამოყენებულია „Philips-ის“ ბრენდის 192 სანათი. მისი 1500 - ლუქსიანი სიმძლავრე უეფას სტანდარტების შესაბამისადაა დაპროექტებული. გახმოვანების სისტემისათვის გამოყენებულია RCF -ის ბრენდის იტალიური ხმის მონიტორები, HD ხმითა და მაღალი გარჩევადობით.

სტადიონის გარე ტერიტორიაზე განთავსებულია 1 200 მანქანაზე გათვლილი ღია პარკინგი, სკვერები და კომერციული სივრცეები.

მინდვრის საფარი მოეწყო ბრიტანულ კომპანია „Sispitches-თან“ თანამშრომლობით.

ბათუმის საფეხბურთო სტადიონი მთლიანად სამშენებლო კომპანია „ანაგმა“ ააგო, მოაპირკეთა და აღჭურვა.