სიახლეები

11/10/2024

თბილისში გაიმართა პირველი არქიტექტურული ფორუმი „SHARE Georgia 2024“

2024 წლის 11 ოქტომბერს „Pullman Tbilisi Axis Towers-ში“ გაიმართა პირველი არქიტექტურული ფორუმი „SHARE Georgia 2024“. ფორუმში მონაწილეობა მიიღეს არქიტექტურისა და სამშენებლო ინდუსტრიის სფეროს წარმომადგელებმა მთელი მსოფლიოდან. ღონისძიებაზე განხილული იყო თემების ფართო სპექტრი – მდგრადი დიზაინი, თანამედროვე სამშენებლო ტექნიკა და ურბანული განვითარების ტენდენციები. ფორუმის საპატიო სპონსორი სამშენებლო კომპანია „ანაგი“ იყო.

„საქართველოში პირველად ჩატარდა ასეთი წარმომადგენლობითი არქიტექტურული ფორუმი, რომელსაც ესწრებოდა საქართველოს ყველა წამყვანი და არაერთი საერთაშორისო არქიტექტურული კომპანია. გვჯერა, რომ გამოცდილების გაზიარება და ურთიერთთანამშრომლობა შესაძლებლობას მოგვცემს, შევქმნათ კიდევ უფრო ღირებული არქიტექტურული შენობა-ნაგებობები და მშენებლობის პროცესი კიდევ უფრო სრულყოფილი და თანამედროვე გავხადოთ“ - თორნიკე კუჭავა (სამშენებლო კომპანია „ანაგის“ საინვესტიციო დირექტორი).

სხვა სიახლეები

/ კონტაქტი

თბილისი

კოსტავას ქუჩა 37/39, თბილისი, საქართველო, 0179
ტელ: +995 (32) 224 12 11 ელ.ფოსტა: info@anagi.ge

ბათუმი

ფიროსმანის ქუჩა 1ა, ბათუმი, საქართველო, 6009
ტელ: +995 (422) 27 41 39 ელ.ფოსტა: office@anagi.ge