აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ „ანაგის“ სამშენებლო მოედანი მოინახულა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა მოინახულა. მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მთავრობის თავმჯდომარეს სამშენებლო კომპანია „ანაგის“ უფროსმა სამუშაოთა მწარმოებელმა რამაზ გოგიტიძემ გააცნო.
ახალ წელს ყოველთვის უფრო განსაკუთრებულს ხდის სითბო, სიყვარული და მზრუნველობა - სიხარულის აღმოჩენა ისეთ პატარ-პატარა საქმეებში, რომლებიც შეგაძლებინებს, რომ სამყარო უფრო ლამაზი, კეთილი და თანაზიარი გახადო!
კომპანია „ანაგის“ 35 წლის საიუბილეო წლის აღსანიშნავად „შატო მუხრანში“ ჩატარდა ტურნირი რა? სად? როდის?, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს „ანაგის“ პარტნიორმა კომპანიებმა. ღონისძიებაში 24 გუნდი მონაწილეობდა.
22 აპრილს დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული „For Better Earth“ კამპანიის ფარგლებში სამშენებლო კომპანია „ანაგმა“ დიღმის ტყე-პარკში 100-ამდე ხე დარგო და დაასუფთავა მიმდებარე ტერიტორია.
28 ნოემბერს სამშენებლო კომპანია „ანაგმა“ დეველოპერულ კომპანია „ბიოგრაფ ლივინგთან“ და „საქართველოს ბანკთან“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. თანამშრომლეობის ფარგლებში „ანაგი“ ქ. თბილისში, ვაჟა-ფშაველას №25-ში, მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს ააშენებს. პროექტი „საქართველოს ბანკის“ მიერ არის დაფინანსებული.