„ანაგი“ ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობას იწყებს
სამშენებლო კომპანია „ანაგმა“ 2017 წლის 7 დეკემბერს გაიმარჯვა ტენდერში, რომელიც ითვალისწინებს უეფას IV კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობას ქალაქ ბათუმში. პროექტის მიხედვით სტადიონი დაიტევს 20000 მაყურებელს და მოეწყობა პარკინგი, რომელიც 1000-ზე მეტ ავტომობილზე იქნება გათვლილი.
კომპანია „ანაგის“ 35 წლის საიუბილეო წლის აღსანიშნავად „შატო მუხრანში“ ჩატარდა ტურნირი რა? სად? როდის?, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს „ანაგის“ პარტნიორმა კომპანიებმა. ღონისძიებაში 24 გუნდი მონაწილეობდა.
22 აპრილს დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული „For Better Earth“ კამპანიის ფარგლებში სამშენებლო კომპანია „ანაგმა“ დიღმის ტყე-პარკში 100-ამდე ხე დარგო და დაასუფთავა მიმდებარე ტერიტორია.
28 ნოემბერს სამშენებლო კომპანია „ანაგმა“ დეველოპერულ კომპანია „ბიოგრაფ ლივინგთან“ და „საქართველოს ბანკთან“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. თანამშრომლეობის ფარგლებში „ანაგი“ ქ. თბილისში, ვაჟა-ფშაველას №25-ში, მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს ააშენებს. პროექტი „საქართველოს ბანკის“ მიერ არის დაფინანსებული.
10 მაისს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმში ეროვნულ ბიბლიოთეკასა და სამშენებლო კომპანია „ანაგს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.