სიახლეები

22/08/2018

„ანაგმა“ შუალედური რევიზია წარმატებით გაიარა

2018 წლის 22 აგვისტოს „ლოიდს რეჯისტერის“ აუდიტორები სერჰატ ბიჩაკი და ლია თამაზაშვილი გეგმური ვიზიტით ეწვივნენ კომპანია „ანაგს“ შუალედური რევიზიის ჩატარებისა და კომპანიის ისო 9001:2015-ის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.

აუდიტის შედეგად კომპანია „ანაგს“ მიეცა რეკომენდაცია შეინარჩუნოს სერტიფიკატი. ამასთან, ისიც აღინიშნა, რომ მას ჰყავს მაღალი კვალიფიკაციის მენეჯერები, ხარისხის მენეჯმენტის სისტემა შეესაბამება ისო 9001:2015-ის სტანდარტებს და ტოპმენეჯმენტი ჩართულია ხარისხის გაუმჯობესების საკითხებში.

კომპანია „ანაგი“ 2011 წლიდან ფლობს ისოს სერტიფიკატს ხარისხის მენეჯმენტის სფეროში, ხოლო 2017 წლის აგვისტოში მან წარმატებით გაიარა რესერტიფიცირება.

სხვა სიახლეები

/ კონტაქტი

თბილისი

კოსტავას ქუჩა 37/39, თბილისი, საქართველო, 0179
ტელ: +995 (32) 224 12 11 ელ.ფოსტა: info@anagi.ge

ბათუმი

ფიროსმანის ქუჩა 1ა, ბათუმი, საქართველო, 6009
ტელ: +995 (422) 27 41 39 ელ.ფოსტა: office@anagi.ge